ზემასიური შავი ხვრელების წარმოშობა

 იტალიელმა და იაპონელმა ასტროფიზიკოსებმა, ზემასიური შავი ხვრელების წარმოქმნის შესაძლო მექანიზმი, პირდაპირი დაკვირვებების გზით აღმოაჩინეს(nasa).

 ჩვეულებრივი შავი ხვრელები, მზეზე რამდენიმეჯერ მასიური ვარსკვლავების ევოლუციის ბოლოს ჩნდება. ზემასიური შავი ხვრელები ასეულობით ათასჯერ და მეტად აჭარბებენ ე.წ. ვარსკვლავური ხვრელების მასებს. მათი წარმოქნის მექანიზმი ახლაც გაურკვეველი რჩება, ხოლო ასეთი ობიექტების უმრავლესობა კი დიდი გალაქტიკების აქტიურ ბირთვებშია თავმოყრილი.

 ასტროფიზიკოსებმა გამოიყენეს მონაცემები, რომლებიც კოსმოსური ტელესკოპების – „ჩანდრა, „ჰაბლი“ და „სპიცერი“, საშუალებით იქნა მიღებული. დამზერით მიღებული მასალების ანალიზი კომპიუტერული მოდელირებით მოხდა. ზემასიური შავი ხვრელების ფორმირების ყველაზე უფრო საუკეთესო სცენარი, მასიური გაზის ღრუბლების პირდაპირი კოლაფსი აღმოჩნდა, შუალედური სტადიების გავლით, ანუ ვარსკვლავებად ჩამოყალიბებისა და მათი შემდგომი განადგურების გარეშე.

 ამ თეორიამ საუკეთესო მტკიცებულება ორი ზემასიური შავი ხვრელის მაგალითზე მიიღო, რომლებიც მაშინ წარმოიქმნა, როცა სამყაროს ასაკი მილიარდ წელზე მცირე იყო. ასტროფიზიკოსები დაკვირვებებს აგრძელებენ, რათა მათ მიერ განვითარებული თეორიის დამამტკიცებელი სხვა ობიექტებიც აღმოაჩინონ(ზემასიური შავი ხვრელებიშავი ხვრელების საიდუმლო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.