ადრეული სამყაროს დროინდელი შავი ხვრელების პოპულაცია

 კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩვენი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მასიური შავი ხვრელი აღმოაჩინეს. ადრე შავი ხვრელების აღმოჩენა სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან ისინი, ჩვეულებრივ, მტვროვანი ჭუპრის მიღმა იმალებიან ხოლმე.

 ცის ინფრაწითელი სკანირების გამოყენებით, ინგლისელმა მეცნიერებმა ადრეული სამყაროს ზემასიური და სწრაფად მზარდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს. კვლევის მსვლელობისას გაირკვა, რომ ეს ხვრელები დიდი რაოდენობით რადიაციას ასხივებენ, ახლოს მყოფ გალაქტიკებთან ტურბულენტური ურთიერთქმედების გამო. ამ რადიაციის აღმოჩენა ინფრაწითელ დიაპაზონშია შესაძლებელი.

 ზემასიური ხვრელის ULASJ1234+0907 ინფრაწითელი გამოსხივება ამ ხვრელიდან ამომავალ რადიაციას მკაფიოდ გვიჩვენებს. ის გამსოახულების შუაში მსხვილი მოწოთალო-ნარინჯისფერი წერტილის სახითაა წარმოდგენილი.

ზემასიური ხვრელი ULASJ1234+0907 დედამიწიდან 11 მილირდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ის ადრეული სამყაროს ობიქტია და შავი ხვრელების სრულიად ახალ პოპულაციას ეკუთვნის, რომლებიც სწრაფად იზრდებიან ზომებში.

ULASJ1234+0907-ის მასა 10 მილირდი მზის მასას აჭარბებს, ხოლო ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ ზემასიურ ხვრელზე 10 000-ჯერ მასიურია. კვლევის ავტორთა მტკიცებით, სამყაროს იმ ნაწილში, რომლის დამზერაც ჩვენ შეგვიძლია, 400-მდე ასეთი შავი ხვრელი უნდა იყოს, თუმცა ეს ჯერჯერობით გადაუმოწმებელი ჰიპოთეზაა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.