დიდი აფეთქება – კამათი გრძელდება

 ეს მოვლენა აღიწერება, როგორც ”შეხების” წერტილის ძებნა რელიგიასა და მეცნიერებას შორის სამყაროს გაჩენის საკითხში. კონფერენციის ჩატარების ადგილი – ჟენევა, შვეიცარია.

 კონფერენციის ჩატარების საბაბად, რომელიც ცერნის ეგიდით ჩატარდა, ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა იქცა.

 პირველებს შორის იენ რემსის სახელობის მეცნიერებისა და რელიგიის ცენტრის წარმომადგენელი ენდრიუ პინსენტი გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ მეცნიერება რისკავს, როცა რელიგიასა და ფილოსოფიასთან ერთად არ მოქმედებს. ”მეცნიერება თვისთავად კარგია კვლევებისთვის, ოღონდ არა იდეების გენერირებისთვის”.

 პროფესორი როლფ ჰოიერი, ცერნის დირექტორი, აღმოჩენის შედეგების კომენტირებისას, აღნიშნავს, რომ ეს ”დიდი აფეთქების შემდეგ მომხდარი მოვლენების უფრო ღრმად წვდომის საშუალებას მოგვცემს”. მან იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციის ბოლოსთვის დელეგატები, კარდინალურად განსხვავებული თვალსაზრისებით, შეძლებენ ”დაიწყონ საკითხების განხილვა, რომელბიც სამყაროს წარმომავლობას ეხება”.

 დოქტორი გარი უილტონი, ქენთერბერის არქიეპისკოპოსის წარმომადგენელი – ”ღმერთის ნაწილაკმა ბევრი კითხვა წამოჭრა, სამყაროს წარმომავლობასთან დაკავშირებით, რომლებზეც მეცნიერებს ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ გააჩნიათ”. მან დასძინა:”ამ საკითხების განხილვა ფილოსოფოსებთან და თეოლოგებთან ერთადაა აუცილებელი”.

 ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ჯონ ლენოქსმა, ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, წარსულის მეცნიერი-ათეისტები გააკრიტიკა. გამოთქვა უთამხმოება პროფესორ სტივენ ჰოკინგის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომლის აზრითაც სამყაროს შექმნაში ღმერთს მონაწილეობა არ მიუღია. თავის სტატიაში, რომელიც Daily Mail-ში დაიწერა, ის ჰოკინგის მტკიცებულების არამართებულობაში დარწმუნებულია.

 დოქტორმა უილტონმა იმედი გამოთქვა, რომ მეცნიერები, თეოლოგები და ფილოსოფოსები ერთობლივი ძალისხმევით ზოგიერთ კითხვებს ნათელს მოჰფენენ. მან აღნიშნა: ”ეს ძალიან შთამბეჭდავი კონფერენციაა. ცერნმა განხილვებში თეოლოგები და ფილოსოფოსები პირველად მოიწვია… ბოლოს და ბოლოს… ჩვენი საკუთარი პოზიციებისადმი მიდგომის ახალ გზებს ვიპოვნით”.

(მსგავსი პოსტები მტკიცებულება ევოლუციაზე მორწმუნეთათვის და არამორწმუნეთათვის;

ანალიტიკური აზროვნება რელიგიური რწმენის წინააღმდეგ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.