ნაწილაკი აღმოჩენილია, რა იქნება შემდეგ?

 მეცნიერბს მოუწევთ ნაწილაკის თვისებების შემოწმება – მაგალითად, მისი სპინი. ასევე აუცილებელია სტატისტიკის შეგროვება ორივე დეტექტორიდან(CMS, ATLAS) – უნდა შემოწმდეს, რომ სიგნალის სტატისტიკური დონე(ანუ, ყოველი დაშლის ალბათობა) თეორიულად ნავარაუდევს შეესაბამება. მაგალითად, ცერნის გენერალური დირექტორი როლფ ჰოიერი აცხადებს, რომ სამუშაოები ჯერ კიდევ წლების განმავლობაში გაგრძელდება. თუ თეორიასა და პრაქტიკას შორის განსხვავება დაფიქსირდა, მაშინ გამოვა, რომ თეორეტიკოსები ელემენტარული ნაწილაკების სამყაროს ისე არ აღიქვამენ, როგორიც სინამდვილეშია.

 მეორეს მხრივ, ნაწილაკის აღმოჩენა უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ასეთი აზრისაა ცერნის ბერძენი თანამშრომელი იგნატიას ანტონიადისი. მისი თქმით, ბოზონი იმაზე მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ. ეს კი, მაგალითად, შეიძლება ნიშნავდეს, რომ ორი ბოზონია. გარდა ამისა, ასეთი ნაწილაკის აღმოჩენა ზოგიერთი თეორიების დახურვას გამოიწვევს, როგორებიცაა ე.წ. ტექნიქოლორის თეორია(აქ იგივე ჰიგსის ბოზონი ელემენტარული ნაწილაკი არაა). ასევე დაზარალდებიან ზოგიერთი სუპერსიმეტრიული თეორიებიც. ანტონიადისის თქმით,  მომავალ ექსპერიმენტებში მიღებული შედეგების მიუხედავად, ნაწილაკმა ”ფიზიკაში ახალი ერა გახსნა”.

 საქმის გარეშე არც თეორეტიკოსები დარჩებიან. რა თქმა უნდა, ზოგიერთმა უკვე განაცხადა, რომ ფიზიკა გარკვეულწილად დასრულდა – სტანდარტული მოდელის ბოლო ქვაკუთხედი ნანახია. თუ ჩავთვლით, რომ ახალი ნაწილაკი მართლაც ჰიგსის ბოზონია, ამით სამუშაოების დამთავრებაზე ლაპარაკი ნაადრევი იქნება, რადგან სტანდარტული მოდელი უნაკლო არაა. არსებობენ სხვა საკითხებიც, დაკავშირებული კვარკებთან და თვითონ ჰიგსის მექანიზმთან, რომლებიც სწორედ რომ ექსპერიმენტულ შესწავლას ითხოვენ. ასე რომ დიდი ადრონული კოლაიდერი საქმის გარეშე არ დარჩება.

 და ბოლოს. ამ ნაწილაკს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჩვეულებრივი ადამიანების თვალთახედვაში მოხვდა ისეთი რამ, როგორიც სტანდარტული მოდელია(უდიდესი ფუნდამენტური თეორია). კი, ყოველივე ამას რაიმე სარგებელი არ მოუტანია, რაზეც გავრცელებული ხუმრობა მეტყველებს: ”რატომ ეძებდნენ ჰიგსის ბოზონს ამდენი ხანი? თვითონ ჰიგსისთვის უნდა ეკითხათ!” ბევრს კოლაიდერის მშნებლობაზე დახარჯული ფულის რაოდენობა უფრო შთამბეჭდავდ ეჩვენება, ვიდრე მასზე მიღებული უნიკლაური შედეგები. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ბევრი ჰიგსის მექანიზმით, სუსტი ურთიერთქმედებითა და სხვა რამეებითაც დაინტერესდა, რითაც კიდევ უფრო მეტი გაიგო სამყაროზე, რომელშიც ცხოვრობს, ესეც გამარჯვებაა.

 P.S. თვითონ პიტერ ჰიგსი ათეისტია და არ უყვარს, როცა ”მის” ნაწილაკს ღვთიურს უწოდებენ – მისი აზრით, ეს მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფს. პირველად ეს ტერმინი ფიზიკოსმა ლეონ ლედერმანმა თავისი წიგნის სათურში გამოიყენა The God Particle: If the Universe Is the Answer, What Is the Question?. თუმცა, თუ ხმებს დავუჯერებთ, სახელი გამომცემელობამ მოიგონა – თავდაპირველად ნაწილაკისთვის წყეული(Goddamn particle) უნდა ეწოდებინათ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.