სიცოცხლის უძველესი ფორმების კვალს ”ცნობისმოყვარე” მოძებნის

 კვლევები აჩვენებენ, რომ მარტივი ორგანული მოლეკულები, მაგალითად, როგორც ფორმალდეჰიდის მოლეკულებია, პლანეტის ზედა საფარს ქვეშ 5-10 სანტიმეტრის სიღრმეზე შეიძლება იყოს. მაიონიზირებელი გამოსხივების დოზა ხომ აქ მცირეა. თუმცა რთულ ქიმიურ ნაერთებს აქ არსებობა არ შეუძლიათ.

 მარსმავალი ”კურიოზიტი” ორგანული მოლეკულების ძებნით იქნება დაკავებული, მისი მიზანია სიცოცხლის უძვეელსი ფორმების ნარჩენების აღმოჩენა.

 მკვლევართა თქმით, 2 სანტიმეტრის სიღრმეზე ორგანული მოლეკულის მოძებნის შანსი ნულს უტოლდება. პლანეტის ზედა ფენა მილიარდობით წლის მანძილზე კოსმოსური რადიაციის ისეთ დოზას იღებდა, რომ ორგანული მასალები, რომც ყოფილიყო, ბოლომდე განადგურდებოდნენ. ყველა წინა მარსმავალი მხოლოდ ზედა ფენების ნიმუშთა შეგროვებასა და ანალიზს ახდენდა. სიღრმეში კი ორგანული მოლეკულები შესაძლებელია ჯერ კიდევ არსებობენ.

 თუ ”კურიოზიტი” ასეთ მოლეკულებს იპოვის, ეს ფაქტი პლანეტაზე სიცოცხლის უძველესი ფორმების არსებობის მტკიცებულებად არ ჩაითვლება, რადგან მარტივი ნაერთები იქ მეტეორიტებიდან და კოსმოსური მტვრიდანაც შეიძლება მოხვდნენ.

 უფრო საიმედო მტკიცებულებად რთული ორგანული მოლეკულები ჩაითვლებიან, რომლებიც 10 ან მეტი ნახშირბადის ატომებისაგან არიან ჩამოყალიბებული. ამ სტრუქტურების მოძებნა გაცილებით რთული იქნება, ისინი ხომ კოსმოსური გამოსხივებისაგან უფრო მეტდ ზარალდებიან.

 ახალ კვლევებში მეცნიერები ხელმისაწვდომ სიღრმეებს შეისწავლიან. მათი აზრით, 10 მილინი წლის წინანდელი ”ახალი” კრატერები, ოპტიმალური ადგილებია მარსმავალ ”კურიოზიტის” სამუშაოდ. აქ რადიაცია უფრო სუსტია და ისეთი რთული ნაერთები, როგორებიც ამინომჟავები(1) არიან, შესაძლებელია უვნებელნი დარჩნენ.

 ”კურიოზიტი” კრატერ Gale-ზე უნდა დაეშვას, რომლის ასაკი 3,5 მილიონი წელია(სიცოცხლე მარსზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.