რა არის „ღმერთის ნაწილაკი“?(გიორგი)

 ჰიგსის ბოზონი – ატომის აღნაგობის სტანდარტულ მოდელში ბოლოს აღმოჩენილი ნაწილაკი.  ის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნობელის ლაურეტის ლეონიდ ლედერმანის წიგნში იგი „ღმერთის ნაწილაკადაა მოხსენიებული(„ god particle“ ან „ნაწილაკი ღმერთი“). თვითონ ლედერმანი  „დაწყევლილ ნაწილაკს“ ეძახდა მას(„ goddamn particle). ეს ირონიული სახელი მასმედიაში ფართოდ გამოიყენება, რაც მეცნიერებს არ მოსწონთ, ზოგიერთი მათგანი უფრო შესაბამის სახელად ასეთს თვლის – „ბოზონი-შამპანურის ბოთლი“(The champagne bottle boson).
თუ ეს ბოზონი არ იქნა აღმოჩენილი, მაშინ მეცნიერებს სტანდარტული მოდელის გადამოწმება მოუწევთ, თუმცა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში უკვე შემუშავებულია თეორიები ჰიგსის ბოზონის გარეშეც.
ბუნებაში არსებობს ელექტროსუსტი,ძლიერი და გრავიტაციული ურთიერთქმედება. კვანტური თეორიის მიხედვით ელემენტარული ნაწილაკები მიკროსკოპულ მყარ ბურთულებს არ წარმოადგენენ, არამედ ველის რხევად პატარა ”ნაკუწებს”,კვანტებს. ელექტრონები ელექტრონული ველის კვანტებია, ფოტონები ელმაგნიტური ველის და ა.შ. ყველა ველს აქვს უდაბლესი ენერგეტიკული მდგომარეობა,ვაკუუმი, ანუ როცა ნაწილაკები საერთოდ არ არიან და ველის ენერგია ნულის ტოლია.
ჰიგსის(ფიზიკოსის გვარის მიხედვით) ველი(ჰიგსის ბოზონები ამ ველის კვანტებია) კი სხვანაირადაა მოწყობილი(თუ თეორია მცდარი არაა), მისი ვაკუუმი ნულზე მეტია. ეს არის მდგომარეობა ,როცა მთელი სივრცე ჰიგსის ველითაა სავსე და მის ფონზე მოძრაობენ დანარჩენი ელემენტარული ნაწილაკები. ჰიგსის ველის მოქმედება განსაკუთრებულია, ის ხელს უშლის ნაწილაკების აჩქარებას, თუმცა არ ეწინააღმდეგება მათ თანაბარ მოძრაობას. ველის მოქმედების შედეგად ნაწილაკები უფრო ინერტულები ხდებიან, ძნელად გადაადგილდებიან, ანუ იძენენ მასას. თითქოს ველი სქელდება მათ გარშემო და უფრო მეტად რაც უფრო მაღალია ნაწილაკების აჩქარებული მოძრაობა. ელ მაგნიტური ველის კვანტებზე(ფოტონებზე)ეს ველი არ მოქმედებს, მათ შორის ”მოჭიდება”ძალიან  სუსტია, ამის გამო ისინი უმასოდ რჩებიან.
თანამედროვე ელემენტარული ნაწილაკების თეორია ეყრდნობა ელ.მაგნიტურ და სუსტ ველებს შორის არსებულ გარკვეულ სიმეტრიულ ურთიერთქმედებას-ელექტრო სუსტ ურთიერთქმედებას, რომელიც სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპზე დაირღვა და ნაწილაკებმა შეიძინეს მასა. სწორედ ეს არის ჰიგსის სიმეტრიის დარღვევის მექანიზმი, ეს პროცესი უნდა შეისწავლოს კოლაიდერმა(ჰიგსის ბოზონი და დიდი აფეთქება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.