ანალიტიკური აზროვნება რელიგიური რწმენის წინააღმდეგ

 ერთი თეორიის მიხედვით, აზროვნების პროცესი ორი პრინციპულად განსხვავებული ”რეჟიმების” ურთიერთქმედებას წარმოადგენს – ე.წ. ინტუიციური და ანალიტიკური რეჟიმების. პირველი შედარებითი სისწრაფით გამოირჩევა(მაგალითად, თანამსსაუბრის სახის გამომეტყველებით ჩვენ მალევე ვხვდებით რა ხასიათზეა ის), თუმცა, ზოგჯერ, ის აზრს ასე რომ ვთქვათ ”კუთხეებს აჭრის” უკვე არსებულ ჯაჭვებზე დაყრდნობით. მეორე მეტ დროს მოითხოვს, თუმცა, იძლევა შედეგებს, რომლებიც ლოგიკაზე და დასკვნების თანმიმდევრობაზეა დაფუძნებული.

 ითველბა, რომ აზროვნების დროს ეს ორი ტიპი ურთიერთქმედებენ, ხან ხელსაც კი უშლიან ერთმანეთს. 2011 წლის სექტემბერში Journal of Experimental Psychology-ში გამოჩნდა სტატია, რომლის ავტორებმა აჩვენეს, რომ, რაც უფრო მეტად ეყრდნობა ადამიანი ინტუიციას, მით უფრო რელიგიურია იგი. ამ ნამუშევრით მეცნიერებმა გამოთქვეს ჰიპოთეზა – ანალიტიკური აზროვნების შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა.

 ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერებმა სწორედ ეს ჰიპთეზა გადაამოწმეს. ამისათვის მათ მოხალისეთა ჯგუფი შეაგროვეს, რომლებიც შემთხვევითი ამორჩევით ორ ჯგუფად გაანაწილეს. პირველი ჯგუფის წევრებს აძლევდნენ სურათებსა და ამოცანებს, რომლებიც ანალიტიკურ აზროვნებას ააქტიურებენ, მაშინ როცა მეორე ჯგუფის წევრები ინტუიციური აზროვნების გამააქტიურებელ დავალებაზე მუშაობდნენ. ამის მერე გამოსაცდელებს კითხვათა გარკვეულ ნაკრებს უსვამდნენ, რომლებიც მათი რელიგიურობის დონეს ავლენდნენ.

 გამოცდის მეორე ნაწილში მეცნიერები ადამიანებს კითხვარებს ურიგებდნენ. პირველში ტექსტი ჩვეულებრივი შრიფტით იყო დაწერილი, მეორეში კი რთულად წასაკითხი ტექსტით(რთული ტექსტის წაკითხვა ანალიტიკურ აზროვნებას მოითხოვს). სხვა და სხვა კვლევების შედეგების შედარების მერე, ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ რაციონალური აზროვნება მართლაც ამცირებს ადამიანის რელიგიურობის დონეს.

 ამასთან ერთად მეცნიერები აღიარებენ, რომ მათი დასკვნები პერიოდულად გადამოწმდება – ისინი აღნიშნავენ, მაგალითად, რომ ადამიანების მიერ გამოვლენილი რელიგიურობა და სინამდვილე შეიძლება განსხვადებოდეს ერთმანეთისგან. სპეციალისტები ასევე მიუთითებენ, რომ ცვლილებები ანალიტიკური აზროვნების ჩართვის დროს ძალიან მცირეა. ”ჩვენ არ ვაქცევთ ადამიანებს ათეისტებად” – მოჰყავს ScienceNOW-ს კვლევის მონაწილე მეცნიერის სიტყვები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.