ბნელი ბოზონი…

 ბნელი ბოზონი, ურთიერთქმედების გადამტანი ჰიპოთეტური ნაწილაკია, რომელიც ხილულსა და ჩვენთვის უხილავ ბნელ მატერიას შორის ამყარებს კავშირს. ეს ნაწილაკი ჩვეულბერივი ფოტონის მსგავსია, სინათლის კვანტისა, რომელიც ელემენტარულ ნაწილაკებს შორის ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების გადატანაზეა პასუხისმგებელი, თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, გააჩნია მასა. მსოფლიო მეცნიერების ყველა მცდელობა ბნელი ბოზნის აღმოჩენისა, ჯერჯერობით უშედეგოდ სრულდება(”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები; მოკლედ ფუნდამენტური ურთიერთქმედებების შესახებ).

 მაღალი ენერგიების ფიზიკის უმთავრესი ამოცანაა, რაიმე მაინც აღმოაჩინოს, რაც ბნელი მატერიის თვისებებზე მოგვითხრობდა, მაგალითად, ძალა, რომელიც მას ჩვეულებრივ მატერიასთან აკავშირებს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს, უახლოეს ათწლეულებში მოხდება.

 ცნობილია, რომ ბნელი მატერია სუსტად ურთუერთქმედებს ჩვენთვის ცნობილ ჩვეულებრივ მატერიასთან, ძირითადად გრავიტაციით, ამიტომ მის სხვა თვისებებზე საუბარი მხოლოდ ირიბ მინიშნებებზე დაყრდნობით შეიძლება – შეუსაბამობები ექსპერიმენტებში და დამზერით გამოვლენილი ანომალიები, როგორიცაა პოზიტრონების(ანტიელექტრონი) სიჭარბე, რომელიც თანამგზავრის – PAMELA, კოლაბორაციამ რამდენიმე წლის წინათ დააფიქსირა.

 მეცნიერები სხვადახვა ჰიპოთეზებს იგონებენ, რითაც ამ უჩვეულო ფაქტების ახსნას ცდილობენ. ერთ-ერთი ჰიპოთეზა მსუბუქი ბნელი ბოზონის არსებობისკენ მიუთითებს. სხვა კვლევით ჯგუფებთან ერთად, ამ ძებნაში ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრიც არის ჩართული. პრობლემა ისაა, რომ ამ ნაწილაკის არც ურთიერთქმედების კონსტანტაა ცნობილი და არც მისი მასა, ამიტომ დაშლის სავარაუდო ვარიანტებიც უამრავია. 10 წლის წინ, პატარა ხელჩასაჭიდი გაჩნდა, რამაც ფიზკოსები გამოაფხიზლა და ამ ჰიპოთეზისადმი მათი ინტერსი გააძლიერა. საუბარია მიუონის(ატომი) ანომალური მაგნიტური მომენტის გაზომვაზე(ბრუქჰეივენის ნაციონალური ლაბორატორია, ა.შ.შ.). ექსპერიმენტების შედეგები სტანდარტული მოდელით ნავარაუდევისგან განსხვავებული აღმოჩნდა, რაც დაფიქრების მიზეზად იქცა. გადახრების მიზეზების აღმოფხვრაზე მუშაობა ახალც მიმდინარეობს, ბნელი ბოზონის მონაწილეობის ალბათობაც ჯერ ისევ რჩება, რომელიც ორ ნეიტრინოდ იშლება.

 ბნელი ბოზონისგან სიგნალის მისაღებად საჭირო ინტენსიურობის ელექტრონებისა და მიუონების კონების მიღება მხოლოდ ცერნშია შესაძლებელი. ამ ექსპერიმენტის ჩატარება ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრის 2015 წლისთვის დაგეგმილ სამუშაოებში შევიდა(დიდი (ჰ)ადრონული კოლაიდერი; კიდევ ბნელი მატერიის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.