აქვს თუ არა ჩვენი გალაქტიკის ზემასიურ ხვრელს ჯეტები?(ომარი)

 ა.შ.შ. და ავსტრალიელმა ასტროფიზიკოსებმა ჯეტის, შემომფარგლავ გაზთან ურთიერთქმედების კვალი აღმოაჩინეს, რომელსაც ჩვენი გაალქტიკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შავი ხვრელი ქმნის(arXiv).

იონებისა და პროტონების შეჯახებით გლაზმა წარმოიქმნა

 ფიზიკოსებმა, რომლებიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობენ, მძიმე იონებისა და პროტონების შეჯახების დროს უჩვეულო ეფექტი აღმოაჩინეს, მსგავსი პროტონ-პროტონული და იონ-იონური შეჯახების დროს დამზერილისა. ამ ეფექტს ნივთიერების განსაკუთრებულ მდგომარეობას – გლაზმას უკავშირებდნენ, თუმცა, მეცნიერები მის აღმოჩენას იონ-პროტონულ შეჯახებებში არ ელოდნენ(arXiv.org).

მატრიცა?!

  ამერიკელმა და გერმანელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტული შემოწმების ვარიანტი წარმოადგინეს ფაქტისა, რომლის მიხედვითაც ჩვენც და ხილული სამყაროც კომპიუტერული მოდელი ვართ(arXiv.org).

სიცოცხლის ყველა ფერი

  შორეულ დამკვირვებელს დედამიწა მკრთალი ცისფერი ეჩვენება. საინტერესოა, რა ფერები შეიძლება კიდევ ჰქონდეს პლანეტას, რომელზეც სიცოცხლეა შესაძლებელი?(MIT Technology Review / Physics ArXiv Blog).

ატომური საათი გეოიდის შესასწავლად

  მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა პორტატული ატომური საათებით გეოიდის ფორმის ზუსტი გაზომვის ახალი ხერხი წარმოადგინა. მეცნიერთა თქმით, ჯერჯერობით მათი იდეის სარეალიზაციოდ საჭირო ტექნოლოგია არ არსებობს, თუმცა უხალოს მომავალში უკვე იარსებებს(Geophysical Journal International, arXiv.org).

ფიზიკოსები ფარდობითობის თეორიაში არსებულ ქრონოლოგიებში გაერკვნენ

  ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რა შეზღუდვებს ადებს ფარდობითობის თეორია ქრონოლოგიაზე, რომელიც ორზე მეტი მოვლენისგან შედგება(arXiv.org.).

გალაქტიკებისა და ხვრელების უდიდესი 3D რუკა

 სლოანის პროექტის(Sloan Digital Sky Survey) მონაწილე ასტრონომებმა მასიური გალაქტიკებისა და ცნობილი შავი ხვრელების უდიდესი სამგანზომილებიანი რუკა შეადგინეს(SDSS,Astrophysical Journal Supplement Series(ვიდეო).