სიუნიაევ-ზელდოვიჩის ეფექტის პრაქტიკული მტკიცებულება მიღებულია

  ასტრონომებმა პირველად შეძლეს სიუნიაევ-ზელდოვიჩის დინამიური ეფექტის რეგისტრაცია და მისი გამოყენება გალაქტიკური გროვების მოძრაობის შესასწავლად(Physical Review Letters, arXiv.org).

სპრინტერი პულსარი

 ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ პულსარი IGR J11014-6103 ვარსკვლავთშორის სივრცეში რეკორდული სიჩქარით გადაადგილდება(arXiv.org, Astrophysical Journal Letters).

ლაზერი ასტეროიდის წინააღმდეგ

 დედამიწის ასტეროიდებისგან დასაცავად მეცნიერებმა მზის ბატარეებზე მომუშავე ლაზერებით აღჭურვილი თანამგზავრების გამოყენების გეგმა წარმოადგინეს. მათი ჩანაფიქრის მიხედვით, ლაზერები საშიში ციური სხეულების ტრაექტორიას მათი ზედაპირიდან მატერიის ნაწილის აორთქლებით შეძლებენ(1;2).

ჯეტების კვალი მშვილდოსანში

 ასტრონომებმა მშვილდოსნის A-ს შავ ხვრელთან ჯეტების(მატერიის მძლავრი ამონაფრქვევი, ჭავლი) კვალი აღმოაჩინეს. ლაპარაკია ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მყოფ ზემასიურ შავ ხვრელზე(arXiv.org).

კვაზარებმა სამყაროს აჩქარებული გაფართოება დაამტკიცეს

 მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა იაპონიიდან და ა.შ.შ-დან სამყაროს აჩქარებით გაფართოებისა და ბნელი ენერგიის არსებობის კიდევ ერთი მტკიცებულება მიიღო. მეცნიერთა ნაშრომი ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა, ხოლო მისი პრეპრინტი შეგიძლიათ ნახოთ arXiv.org-ზე.

ვარსკვლავური მასის შორეული შავი ხვრელი

 მეცნიერებმა აქამდე ცნობილთა შორის ყველაზე უფრო შორს მყოფი ვარსკვლავური მასის შავი ხვრელი აღმოაჩინეს. ასეთი ხვრელები ცალკეული ვარსკვლავების გრავიტაციული კოლაფსით წარმოიქმნებიან(The Astrophysical Journal. arXiv.org).

ტყვიის ბირთვის ნეიტრონული ქერქი

ფიზიკოსებმა ტყვიის ბირთვის შიგნით ნეიტრონების განაწილების შესახებ ახალი მონაცემები მიიღეს. ნაშრომი პუბლიკაციისთვის ჟურნალ Physical Review C-შია მიღებული, მოკლედ კი ScienceNOW-ზე გამოქვეყნდა(arXiv.org).

მზის სისტემის გაჩენის დროინდელი ზომა

  ასტრონომებმა პროტოპლანეტარული დისკოს ზომა დაადგინეს, რომლისგანაც ოდესრაც მზის სისტემა ჩამოყალიბდა. ამის შესახებ The Astronomical Journal-ში დაიწერა, მოკლედ კი arXiv.org-ზე.