ატომური საათი გეოიდის შესასწავლად

 გეოიდის ცნება პირველად XIX საუკუნეში კარლ ჰაუსმა შემოიღო. ორიგანალური განსაზღვრებით ეს იყო ”დედამიწის მათემატიკური ფორმა”. თანამედროვე ვარიანტში გეოიდი დედამიწის გრავიტაციული ველის ექვიპოტენციალური ფორმაა.

 ასეთი ფორმა ექნებოდა პლანეტის ზედაპირს, რომელიც მთლიანად ოკეანეთი რომ ყოფილიყო დაფარული. ამავე დროს თვითონ პლანეტის ფორმა, განსაკუთრებით კონტინენტების ადგილებზე, შესამჩნევად განსხვავდება გეოიდისგან(თუმცა გეოიდი უფრო ახლოსაა ასეთ ფორმასთან, ვიდრე სფერო).

 ექვიპოტენციური ზედაპირის გაზომვებს კოსმოსური თანამგზავრებით ახდენენ. მაგალითად, არსებულ აპარატთა შორის ყველაზე უფრო სრულყოფილი არის GOCE(Gravity Field and Steady-State Ocean Circulation Explorer), რომელიც ევროპის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილებაა, ის დედამიწის გარშემო 270 კილომეტრის სიმაღლის ორბიტაზე მოძრაობს. მონაცემთა შეგროვება თანამგზავრზე დაყენებული ზემგრძნობიარე აქსელერომეტრებით(სიჩქარის მზომი) ხდება. ასეთ სიმაღლეზე აპარატის მოძრაობას დედამიწის ატმოსფერო ეწინააღმდეგება, რის გამოც ის იონური ძრავით(ქსენონზე მუშაობს. DAWN) აღჭურვეს.

 მეცნიერებმა ნამუშევრის ჩარჩოებში, როგორც თვითონ ამბობენ, გრავიტაციული ველის პარამეტრების გასაზომად გაცილებით მარტივი საშუალება წარმოადგინეს. ამ მეთოდს საფუძვლად გრავიტაციის დროზე ზემოქმდება უდევს(ანელებს ან აჩქარებს საათის სვლას). თანამედროვე ატომური საათები იმდენად მგრძნობიარეა, რომ ერთ მეტრამდე ვერტიკალურ გადაადგილებაზე რეაგირება შეუძლიათ. მეცნიერები ორი სინქრონულად მომუშავე ატომური საათის გამოყენებას გეგმავენ, რომლებიც კაბელით იქნებიან დაკავშირებულნი – მსგავსი მეთოდით სინქრონიზაცია 80 მეტრის დისტანციაზე აქამდეც მომხდარა.

 მეცნიერები აღიარებენ, რომ შესაბამისი ტექნოლოგია ჯერ არ არსებობს – საჭირო სიზუსტის ატომური საათები ლაბორატორიულ აგრეგატებს წარმოადგენენ, არ არის გათვალისწინებული მათი აწყობილ მდგომარეობაში ტრანსპორტირება. თუმცა, ESA თანამგზავრზე დასაყენებელი ატომური საათების(მსვლელობაზე მზე მოქმედებს) შექმნაზე უკვე მუშაობს.

httpv://www.youtube.com/watch?v=Ik8FNwPlf3U

One comment

  1. გეოიდი დედამიწის მათემატიკური ფორმა ვერ იქნება. გეოდეზისტები პირიქით ვამბობთ. გეოიდს აქვს რთული არამათემატიკური ფორმა, ამ სახეს ქმნის დონებრივი ზედაპირი. დონებრივი ზედაპირი არის ზღევისა და ოკეანეების ზედაპირი (წყნარ მდგომარეობაში), პირობითად გაგრძელებული დედამიწის გარშემო ხმელეთის ქვეშ. და ვინაიდან გეოიდი არამათემატიკური სხეულია დედამიწის ფორმად ელიფსოიდს ანუ ბრუნვით სფეროიდს ღებულობენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.