მეცნიერებმა დროის შენელება ლაბორატორიაში გაზომეს

 მეცნიერებმა დროის შენელება ლაბორატორიაში გაზომეს.

სენსაციური ცდის ერთ-ერთი ავტორი თილ როზენბენდი, უფრო ადრინდელ, ”ალუმინის” კვანტურ საათთან ერთად(ფოტო Geoffrey Wheeler/NIST).

  მეცნიერებს ადრე, დროის სვლის ცვლილების ეფექტების აღმოჩენა, რომელიც ობიექტის სიჩქარეზე ან გრავიტაციის ძალაზეა დამოკიდებული, კოსმოსურ სხეულებზე დაკვირვების დროს შეეძლოთ დაეფიქსირებინათ, ან ატომური საათის სვლის ცვლილებისას, რომელიც სწრაფად მოძრავ თანამგზავრზე ან მაღალ სიმაღლეზე მფრენ თვითმფრინავზე იყო დაყენებული. მკვლევარებმა ახლა ამის გაკეთება ლაბორატორიიდან გაუსვლელად შეძლეს. ალუმინის იონებზე შექმნილი საათი, რომელიც ექსპერიმენტებში გამოიყენეს, 40-ჯერ ზუსტია ეტალონურ, ცეზიუმის ატომურ საათზე. ფარდობითობის სპეციალური თეორიის თანახმად, დრო, სწრაფად მოძრავი სხეულისთვის ნელდება. ახალ ექსპერიმენტში, ალუმინის ორი ატომური საათი სინქრონიზირებული იყო ოპტიკური კაბელით. ერთში იონი ადგილზე იყო გაჩერებული, მეორეში კი მუდმივად მოძრაობდა წინ და უკან სპეციალურ დამჭერში, 4 მ/წმ სიჩქარით. სიჩქარის მიზერულმა სხვაობამ, დროის სვლაში მიზერულივე განსხვავება გამოიწვია, რომელიც მაინც შესაძლებელი გახდა აღნუსხულიყო, როგორც განსხვავება ორი ტაქტით ყოველი 10 კვადრილიონი ”წიკ-წიკისთვის”.

 კედელზე დაკიდებულ საათზე დრო ოდნავ სწრაფად მიდის, ვიდრე ქრონომეტრზე, რომელიც იატაკთან ახლოს დევს. დღევანდელ დღემდე, ამ სხვაობის ინსტრუმენტულად დაფიქსირება ფანტასტიკას წარმოადგენდა.

  დედამიწის გრავიტაციული ველის ზემოქმედებით, დროის სვლა იცვლება. პირველად, ხსენებული ატომური საათი მეორე ასეთივე საათზე 17 სანტიმეტრით დაბლა მოათავსეს, შემდეგ კი გადაიტანეს პირველი, 33 სანტიმეტრით მაღლა. ასეთმა ვერტიკალურმა ძვრამ დროის ათვლაში განსხვავება წარმოქმნა , რომელიც უტოლდებოდა 4 ტაქტიან განსხვავებას ყოველ 100 კვადრილიონზე. ეს მონაცემები აინშტაინის მიერ ნავარაუდევს ემთხვევა – საათის სვლის გადახრა 3 მიკროწამით წელიწადში ყოველი 1 კილომეტრიანი სხვაობით სიმაღლეში დედამიწის ზედაპირიდან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.