ფიზიკოსები ფარდობითობის თეორიაში არსებულ ქრონოლოგიებში გაერკვნენ

 ცნობილია, რომ ფარდობითობის საერთო თეორიაში არ არის მოვლენა მიმდევრობითი მოხდენის ცნება – კოორდინათტა სხვა და სხვა სისტემებში ორი მოვლენა A და B, შეიძლება ერთდროული იყოს, A შეიძლება მოხდეს B-ზე ადრე ან B – A-ზე ადრე.

 ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერებმა ორზე მეტ მოვლენათა მიმდევრობა განიხილეს. ზოგიერთ შემთხვევში მათ მოვლენათა ყველანაირი გადაადგილებების ანალიტიკური აღწერა შეძლეს(ე.წ. შესაძლებელი ქრონოლოგიები), რომლებსაც კოორდინატთა სხვა და სხვა სისტემები უშვებენ, ზოგიერთში კი მათ ამოცანის ამოხსნის ალგირითმი წარმოადგინეს.

 მკვლევარებმა ცალკე განიხილეს სამი მოვლენა ფარდობითობის საერთო თეორიის ოთხგანზომილებიან დრო-სივრცეში. შედეგად მათ დაადგინეს, რომ, თუ სამკუთხედის გვერდების მხებები, რომელთა წვერზე მოვლენებია, იზოტროპულ კონუსს არ კვეთენ(ვექტორთა სიმრავლე ნულის ტოლი სიგრძით ფსევდოევკლიდური მეტრიკით), მაშინ მოვლენათა შესაძლო ყველა 6 გადაადგილება შეიძლება, ასევე მათი წყვილური ერთდროულობა და სამივეს ერთდროულობა.

 აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა უკუამოცანაც განიხილეს, ანუ მოცემულ ქრონოლოგიათა მიხედვით დრო-სივრცის შესაძლო გეომეტრია. კერძოდ, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ქრონოლოგიათა ნაკრები სამყაროს ე.წ. სკალარული სიმრუდის ნიშანთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.