სიცოცხლის ყველა ფერი

 შორეულ დამკვირვებელს, დედამიწა მკრთალი ცისფერი ეჩვენება. საინტერესოა, კიდევ რა ფერი შეიძლება ჰქონდეს პლანეტას, რომელზეც სიცოცხლეა შესაძლებელი? (MIT Technology Review / Physics ArXiv Blog).

 1990 წელს, ცნობილი მეცნიერისა და მეცნიერების პოპულარიზატორის, კარლ სეიგანის იდეის მიხედვით, ზონდი Voyager 1, ფრენისას არაერთხელ შემოატრიალეს უკან, რათა მას მზის სისტემის პლანეტათა სურათები შორიდან გადაეღო. მათ შორის ყველაზე ცნობილი ”მკრთალი ცისფერი წერტილი გახდა” (Pale Blue Dot), დედამიწა რეკორდულად შორეული დისტანციიდან – 6 მილიარდი კილომეტრი. უმცირესი მტვრის ნაწილაკი, დაკიდებული მზის სხივებში – ასეთი პატარა და უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის: ფოტომ თანამედროვეობის საკულტო სტატუსი შეიძინა.

 კარლ სეიგანი: ”კიდევ ერთხელ შეხედეთ ამ წერტილს. ის აქაა. ის ჩვენი სახლია. ეს ჩვენ ვართ… სიამოვნება, ტანჯვა, ათასობით თავის თავში დარწმუნებული რელიგიები, იდეოლოგიები და ეკონომიკური დოქტრინები, მონადირეები და შემგროვებლები, გმირები და მშიშრბი, აღმშენებლები და ცივილიზაციების დამანგრეველნი,მეფეები და გლეხები, შეყვარებულები, დედები და მამები, შვილები, გამომგონებლები და მოგზაურები, ეთიკის მასწავლებლები, მატყუარა პოლიტიკოსები,”სუპერვარსკვლავები”, დიდი ლიდერები, წმინდანები და ცოდვილნი კაცობრიობის ისტორიაში აქ – მზის სხივებში ჩამოკიდებულ მტვრის ნაწილაკზე ცხოვრობდნენ”.

 ჩვენ უკვე კარგა ხანია მივეჩვიეთ იმას, რომ დედამიწა ”ცისფერი პლანეტაა”. როგორაა საქმე მეზობელ პლანეტებზე? რომელ ფერთანაა ასოცირებული პლანეტა იქაურ მაცხოვრებლთათვის? როგორი გამოჩნდება იგი შორიდან? ამ საკითხით გერმანიში მომუშავე ასტრონომი სიდხართ ჰეჯი და მისი ამერიკელი კოლეგა ლიზა ქალთენეგგერი დაკავდნენ. ჩვენი პლანეტის ფერი მჭიდროდაა დაკავშირებული მის შემადგენელთან და თვისებებთან, ანუ პირობებითაც, რომელბიც სიცოხლისთვისაა თავსებადი. მკრთალი ცისფერი, ოკეანეებითაა განპირობებული, ისინი პლანეტის ზედაპირის 70%-ს ფარავენ, ასევე ყინულოვანი ქუდებით, უდაბნოებით, ლიქენებით დაფარული ტუნდრისა თუ მწვანე ტყეების საფარით.

 სწორედ ხმელეთის მწვანე სივრცეები(60%), ქმნიან ეფექტს, რომელიც დედამიწის სპექტრის ”წითელი საზღვრის” სახელითაა ცნობილი: ახლო ინფრაწითელი დიაპაზონის სხივების შთანთქმის მკვეთრი ზრდა, რომელიც ვეგეტაციის აქტიური პერიოდის დროს მცენარეებში ქლოროფილის დაგროვებისას ამ გამოსხივების ფოტოსინთეზისთვის გამოყენებასთანაა დაკავშირებული. დედამიწის ბრუნვასთან ერთად დამკვირვებელი მის ხან ერთ ხან მეორე მხარეს ხედავს, ხან ოკეანეები ხან აყვავებული კონტინენტები, ამით ”წითელი საზღვრის” რხევა საკმაოდ შესამჩნევი ხდება.

 თუ შორეული ეკზოპლანეტა ჩვენსას ჰგავს, წყლის დიდი სივრცეებითა და მცენარეებით, მაშინ ფერი და ამ ფერის რხევები პლანეტაზე მიმავალი პროცესების ინდიკატორი იქნება. როგორ შეიძლება ეს გამოვლინდეს? ავტორებმა მოდელირება გააკეთეს და დედამიწისმაგვარი პლანეტის შესაძლო ფერები დაადგინეს, იმის მიხედვით თუ რამხელა სივრცეს იკავებენ მასზე წყლის რეზერვუარები, მცენარეული საფარი, გაითვალისწინეს ბაქტეროლოგიური აქტივობა, მინერალები და ბევრი სხვა ფაქტორი(გამჭვირვალე ატმოსფროს შემთხვევაში).

 დადგინდა, რომ თუ ჩვენ შორეული პლანეტიპირდაპირი დამზერის(ტელესკოპი “ჯეიმს უები) საშუალება მოგვეცემა, მაშინ ნიუანსებს მის ფერებში შეუძლიათ გვითხრან, რამდენადაა ეს პლანეტა სიცოცხლის გაჩენისთვის შესაფერისი. მეტიც, კვლევის ავტორები ასტრონომებს თავაზობენ ასეთი ინდიკატორებით დაადგინონ არის თუ არა ეკზოპლანეტა დეტალური კვლევისათვის საინტერესო:ცისფერებს” აშკარა უპირატესობა ექნებათ, ვიდრე მარსის მაგვარ ”წითელ წერტილებს”.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.