”ვოიაჯერ 1”-მა მზის სისტემა დატოვა

ნასამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ აპარატი ”ვოიაჯერ 1” კაცობრიობის მიერ კოსმოსში გაშვებულთა შორის პირველი აპარატია, რომელმაც ვარსკვლვთშორის სივრცეში გასვლა მოახერხა. 36 წლის განმავლობაში ვოიაჯერი 19 მილიარდი კილომეტრით დაშორდა მზეს.
ახალი მონაცემების მიხედვით, აპარატი უკვე ერთი წელია პლაზმაში მოძრაობს, იონიზირებულ გაზში, რომლითაც ვარსკვლავთშორისი სივრცეა შევსებული.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=LIAZWb9_si4

 ვოიაჯერს მუშა მდგომარეობაში მყოფი პლაზმის შემსწავლელი ინსტრუმენტი არ გააჩნია, ამიტომ მეცნიერებს იმ გარემოს სხვა მეთოდებით დადგენა მოუხდათ, რომელშიც აპარატი იმყოფება. ნასას მეცნიერებს საჩუქარი თვითონ მზემ გაუკეთა. 2012 წლის მარტში ჩვენს მნათობზე დიდი კორონალური ამოფრქვევა მოხდა. პლაზმურმა ტალღამ ვოიაჯერამდე 13 თვის მერე მიაღწია, 2013 წლის აპრილში, რაც აპარატმაც დააფიქსირა. გამოწვეული რხევების ანალიზით დადგინდა, რომ ტალღის მისვლამდე პლაზმის სიმკვრივე 40-ჯერ ნაკლები იყო. ეს სიმკვრივე ნავარაუდევს ემთხვევა და აპარატი ვარსკვლავთშორის გარემოში, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ 2012 წლის აგვისტოში გავიდა.
ნასას სპეციალისტთა თქმით, აპარატი მონაცემების გამოგზავნას 2020 წლამდე შეძლებს. ”ვოიაჯერ 1” და მისი უფროსი ძმა ”ვოიაჯერ 2” 1977 წელს 16 დღიანი ინტერვალით გუშვეს. ორივე აპარატმა იუპიტერისა და სატუირნის მახლობლად იფრინეს. ”ვოიაჯერ 2”-მა, ასევე, ურანთან და ნეპტუნთან. ”ვოიაჯერ 1”-დან მონაცემები 160 ბიტი წამში სიჩქარით გადმოიცემა. სიგნალებს 34 და 70 მეტრიანი, შორეულ კოსმოსთან კავშირის რადიოტელესკოპები იღებენ. ”ვოიაჯერ 1”-დან ჩვენამდე მანძილს რადიოტალღბი(სინათლის სიჩქარე) 17 საათში ფარავენ(ვოიაჯერები).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.