დნმ ბნელი მატერიის აღმოსაჩენად

 წარმოდგენილი დეტექტორი ოქროს უამრავი ფირფიტისაგან შედგება, მათი ერთ მხარე პოლიმერული საფენითაა დაფარული, მეორეზე კი ერთჯაჭვიანი დნმ-ს ფრაგმენტებია დამაგრებული. ნუკლეინის მჟავას ათასობით მოლეკულა ოქროს ფირფიტაზე მატრიცის სახითაა განლაგებული. მათი მიმდევრობები იდენტურია, განსხვავებულია მხოლოდ კიდურა ფრაგმენტები, რომლებიც ფირფიტაზე მყოფი ნებისმიერი მოლეკულის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევიან.

 დეტექტორმა შემდეგნაირად უნდა იმუშაოს. თავიდან ვიმპი(WIMP- სუსტად ურთიერთქმედი მასიური ნაწილაკი), ბნელი მატერიის ჰიპოთეტური ნაწილაკი, ოქროს ფირფიტიდან მეტალის ბირთვს ამოაგდებს, რომელიც დნმ-ს მოლეკულათა „ტყეში“ მოხვდება. ფირფიტიდან სწინააღმდეგო მხარეს მდებარე პოლიმერული საფენისკენ მოძრაობისას ბირთვი ნუკლეინის მჟავას რამდენიმე მოლეკულის გახლეჩას ასწრებს, რომელთა ფრაგმენტებს ფირფიტას აშორებენ და გულდასმით აგროვებენ. დაზიანებული ფრაგმენტების მიხედვით ნანომეტრის სიზუსტით ადგენენ ბირთვის მოძრაობის ტრაექტორიას, ანუ ნაწილაკის ენერგიასაც.

 ასეთი დეტექტორის შექმნა ძალიან რთულია, რადგან ის დნმ-ს ძალიან გრძელ მოლეკულათა დიდ რაოდენობას მოითხოვს(10 ათასამდე), რომლებიც მკაცრად დაცული მიმდევრობით არიან განლაგებულნი, მიკროჩიპისთვის ძალიან დიდი ზომის ფირფიტაზე – დახლოებით მეტრი. დნმ-ს სინთეზის არსებული მეთოდები ნუკლეინის მჟავას რამდენიმე ათეული მოლეკულის, რამდენიმე კვადრატულ მილიმეტრზე დატანის საშუალებას იძლევა. ყოველ მოლეკულას მაგნიტური ბურთულა აქვს მიმაგრებული რათა მოხდეს მათი პარალელური მომდევრობით მოწყობა, რაც ერთჯაჭვიანი დნმ-ს შემთხვევაში კიდევ უფრო ძნელია. მაგნიტური ბირთულების გამოყენებით მათი სიმეტრიული განლაგებით დაწყობა ამ ბურთულებზე მაგნიტური ველის მოქმედებით ხდება.

 ბნელი მატერიის არსებობის დადგენა ვიმპების ძებნისას დღე და ღამე მიღებული შედეგების შედარებით მოხდება, რადგან დედამიწის ბრუნვის გამო დეტექტორების განლაგების კუთხე გედის თანავარსკვლავედის მიმართ მუდმივად იცვლება. არსებული თეორიებიდან გამომდინარე გალაქტიკაში მოძრაობის დროს მზის სისტემა და შესაბამისად დედამიწაც გადის ბნელი მატერიის გროვაში, რომელიც ჩვენსკეგედის თანავარსკვლავედის მხრიდან მოძრაობს.

 ბნელი მატერია – ეს სამყაროს მატერიის ჰიპოთეტური ფორმაა, რომელზეც საერთოდ მთელი მატერიის მეტი წილი მოდის(სამყაროს საერთო სიმკვრივეში ჩვეულებრივი მატერიის წილი მხოლოდ რამდენიმე პროცენტია(5%). სამყაროს სიმკვრივის მეოთხედი ბნელ მატერიასთანაა დაკავშირებული(25%), რომელიც სუსტად ურთიერთქმედი ნაწილაკებისგანაა შედგენილი. ჩვენ ჯერჯერობით ბნელი მატერიის მხოლოდ გრავიტაციული ურთიერთქმედების დანახვა შეგვიძლია. დანარჩენი 70% კიდევ უფრო იდუმალ სუბსტანციაზე – ბნელ ნერგიაზე მოდის. ეს ენერგია სამყაროს გაფართოებას იწვევს. ბნელი ენერგიის ბუნება დაუდგენელია). თეორია გალაქტიკების კიდეებზე მდებარე ვარსკვლავებზე დაკვირვებით გაჩნდა, ისინი ცენტრიდან შორს იმყოფებიან, სადაც გალაქტიკური ბირთვის მიზიდულობის ძალა დიდი დაშორების გამო მცირეა, ვიდრე ცენტრთან ახლოს, თუმცა ვარსკვლავები მაინც სწრაფად მოძრაობენ, რაც კიდეზე უხილავი მასების არსებობით აიხნა(ბნელი მატერია და მისი დეტექტირების მცდელობები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.