როგორ კვდებიან ვარსკვლავები

თერმობირთვული საწვავის ამოწურვასთნ ერთად, ვარსკვლავის სიღრმეები ”ცივდება” და ვეღარ უწევს წინააღმდეგობას გრავიტაციულ შეკუმშვას. ვარსკვლავი კოლაფსირებს, ანუ მისი შემადგენელი მატერია ცენრტისკენ იწყებს ვარდნას. ამ დროს ვარსკვლავი ან ზეახლად ინთება ან განსხვავებული პროცესებით ამთავრებს სიცოცხლეს.

საშობაო კომეტა

ახლახანს აღმოჩენილი კომეტა ლოვჯოი ჩილეში, ESO-ს პარანალის ობსერვატორიიდან გადაიღეს. კომეტა ირმის ნახტომის ფონზეა აღბეჭდილი. ფოტოები ასტრონომმა გებრიელ ბრამერმა 22 დეკემბერს გადაიღო.

უნივერსალური თეორიები

  ბუნებაში არსებობს ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედება, ფიზიკური მოვლენები ფიზიკურ ობიექტებს შორის იმ ურთიერთქმედებების შედეგად ხდება, რომელებიც ერთი ან რამდენიმე ასეთი ძალითაა განპირობებული. ოთხი ურთიერთქმედება, თუ მათ ძალის კლების მიხედვით დავალაგებთ:

რთული ნახშირწყლები პლუტონზე

 მაშინ როცა რუსული თანამგზავრები ერთი მეორეს მიყოლებით ცვივიან მიწაზე, პლუტონიდან არეკლილი სპექტრის ულტრაიისფერ ნაწილში ამერიკელმა მეცნიერებმა შთანთქმის ძლიერი ზოლები აღმოაჩინეს, რაც ჯუჯა პლანეტის ზედაპირზე არსებულ ნაერთთა მრავალფეროვნებაზე მეტყველებს.

აღმოაჩინეს ყველაზე შორეული და ელვარე გალაქტიკა

უცნაურად ელვარე გალაქტიკის აღმოჩენაში რამდენიმე ტელესკოპმა მიიღო მონაწილეობა. უძველესი გალაქტიკა, რომელიც ფაქტიურად სამყაროს გაჩენის თანავე ჩამოყალიბდა, დედამიწის ზედაპირზე მყოფი ტელესკოპებით გადაიღეს. ასტრონომების თქმით, ეს არის ყველაზე კაშკაშა შორეული გალაქტიკა, რომლის დანახვა წარმოუდგენლად დიდი მანძილიდან, ატმოსფეროს შიგნით, ზედაპირზე არსებული ტელესკოპებითაც შეიძლება.