საშობაო კომეტა

 ახლახანს აღმოჩენილი კომეტა – ლოვჯოი, ჩილეში, ESO-ს პარანალის ობსერვატორიიდან გადაიღეს. კომეტა ირმის ნახტომის ფონზეა აღბეჭდილი. ფოტოები ასტრონომმა გებრიელ ბრამერმა 22 დეკემბერს გადაიღო.
 კომეტა ლოვჯოი 27 ნოემბერს ავსტრალიელმა ასტრომოყვარულმა ტერი ლოვჯოიმ აღმოაჩინა. წინა კვირას ასტრონომთა ყურადღება ამ კომეტამ იმით მიიპყრო, რომ მზის გვირგვინში, მნათობის ზედაპირიდან 140 ათასი კილომეტრის მანძილზე ჩაიფრინა და გადარჩა. ვარაუდი არ გამართლდა და ის არ დაიშალა. ამჟამად მისი დანახვა სამხრეთ ნახევარსფეროშია შესაძლებელი. კომეტას წაგრძელებული ორბიტა აქვს. მზის გარშემო მისი ბრუნვის პერიოდი 314 წელს შეადგენს.



httpv://www.youtube.com/watch?v=aoZIwtgEqKY

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.