კომეტა “Lovejoy” მზეს გადაურჩა

 15-16 დეკემბრის ღამეს ისედაც უცნაურად კაშკაშა კომეტა “Lovejoy”  კიდევ უფრო აელვარდა. ასეთი უჩვეულო სახელი მან აღმომჩენის, ტერი ლოვჯოის საპატივცემულოდ მიიღო(ვიდეო!!!!!!!).
 ელვარე კომეტამ მზის ზედაპირიდან 140 000 კილომეტრის მანძილზე ჩაიფრინა და ისეთ ექასტრემალურ ტემპერატურას  გადაურჩა, როგორიცაა 1 მილიონი გრადუსი ცელსიუსით.
ასტრონომებმა “Lovejoy”-ს დაფიქსირება მზესთან მისვლამდე გაცილებით ადრე, მიწაზე არსებული ტელესკოპებით შეძლეს. ასეთი რამე ძალიან იშვიათად ხდება, როცა მზესთან ახლოს მოძრავი კომეტა ზედაპირული და არა კოსმოსური ტელესკოპებით აღმოაჩინეს, აცხადებენ ასტრონომები.
მკვლევერებმა კომეტა მზესთან მიახლოებამდე 90 წუთით ადრე მზის ორბიტალური ობსერვატორიის SOHO საშუალებით გადაიღეს. მათი გაოცება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ კომეტა ჩვენ გავარვარებულ მნათობთან ასე ახლოს მისვლის მერე “ცოცხალი” გადარჩა. როგორც ჩანს მის შემადგენლობაში ყინულის გარდა მკვრივი ნაერთებიც ძალიან ბევრია.
httpv://www.youtube.com/watch?v=9H_SY05UNLU
httpv://www.youtube.com/watch?v=fFC2IU-O8M0

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.