აინშტაინის რგოლი

 რას წარმოადგენს ეს ცისფერი ობიექტი, რომელმაც თავის თავში გალაქტიკა ჩაიტია?

 ეს, გრავიტაციული ლინზირებით გამოწვეული მირაჟია. ამ ფოტოზე გამოსახულმა კაშკაშა წითელმა გალქტიკამ, თავისი გრავიტაციით, უფრო შორეული გალქტიკიდან გამოსხივებული სინათლე დაამახინჯა.

 ხშირ შემთხვევაში სინათლის ასეთი დეფორმაცია შორეული გალაქტიკის ორ გამოსახულებას აჩენს(ან მეტს), თუმცა გალაქტიკისა და გრავიტაციული ლინზის ზუსტად ერთ ხაზზე განლაგების შემთხვევაში გამოსახულებები ნალის ფორმის, თითქმის შეკრულ რგოლად ერთიანდებიან.  ეს ეფექტი ალბერტ აინშტაინმა ჯერ კიდევ 70 წლის წინ იწინასწარმეტყველა. ლინზა LRG 3-757 პირველად 2007 წელს აღმოაჩინეს, ცის სლოანისეული ციფრული აღწერის დროს( SDSS). ლინზის წარმოდგენილი გამოსახულება ჰაბლის სახელობის ორბიტალური ტელესკოპით იქნა მიღებული, მასზე დამონტაჟებული ფართეკუთხიანი კამერით. ისეთი ძლიერი გრავიტაციული ლინზები, როგორიც LRG 3-757-ია მხოლოდ ციური უცნაურობა არ არის: მათი ბევრი თვისება ასტრონომებს საშუალებას აძლევს შეაფასონ ბნელი მატერიის მასა, რომელსაც მალინზირებელი გალაქტიკა შეიცავს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.