შროდინგერის კატა

 წარმოსახვითი ექსპერიმენტი, რომელიც ერვინ შროდინგერმა წარმოადგინა, რითაც მას უნდოდა ეჩვენებინა კვანტური მექანიკის არასრულფასოვნება, სუბატომური ნაწილაკებიდან მაკროსკოპულ(დიდ) სისტემებზე გადასვლისას. ანუ შროდინგერმა კვანტური სუპერპოზიციის პრინციპი მაკროსამყაროსთვის(სუბატომურ ნაწილაკებზე დიდი) გამოიყენა. სუპერპოზიცია არის კვანტური ფენომენი, რომლის მიხედვით ობიექტი შეიძლება იყოს ყველანაირ მდგომარეობაში ერთბაშად, სანამ მასზე არ ხდება დაკვირვება.

ან ანეკდოტი, რომელიც არ ვიცით როგორ მთავრდება, ანუ სანამ არ გავიგებთ დასასრულს ის(ორ მდგომარეობაშია ერთდროულად) სასაცილოცაა და ისე რაSmile.

დედამიწის ზომის პლანეტა ნაპოვნია! მაგრამ…

მეცნიერთა აზრით სიცოცხლე რომ წარმოიშვას, პლანეტაზე უნდა იყოს სამი “ინგრედიენტი”: ორგანული მოლეკულები, რომლებსაც კომპლექსური სტრუქტურების  ფორმირება შეუძლიათ, ამ მოლეკულებისათვის იმდენი ენერგია, რომ მათ დაიწყონ რხევა და თხევადი წყალი. არსებობენ დედამიწის მაგვარი პლანეტები, რომლებსაც შესაძლებელია ჰქონდეთ ეს სამი მარაგი.

 

ფიზიკის პროფესორი ვარსკვლავურ მტვერს გამოიკვლევს

შეძლებს მეცნიერი ახალი აღმოჩენის გაკეთებას? ვინ იცის. ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით შედეგებს. ფიზიკისა და პლანეტარულ მეცნიერებათა პროფესორმა ერნსტ ცინერმა(Ernst K. Zinner) ამერიკის კოსმოსის კველვის სააგენტოსგან 1 380 000 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო, რათა მან დეტალურად გამოიკვლიოს 1969 წელს ავსტრალიის ქალაქ მარჩისონთან ჩამოვარდნილი მეტეორიტი.

 

გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები

  პლანეტებისა და ვარსკვლავების შესწავლის ისტორია ათასწლეულებს ითვლის, მზის, კომეტების, ასტეროიდებისა და მეტეორიტების – ასწლეულებს. აი გალაქტიკების მეცნიერული კვლევა კი მხოლოდ 1920 წლიდან დაოწყო.

აინთო უცნაური ”ვარსკვლავი”

ეს მხოლოდ და მხოლოდ მარსია, რომელიც აქტიურად უახლოვდება დედამიწას. 16-17 დეკემბრის ღამეს ცაზე უცნაური ელვარე ვარსკვლავი აინთო. სინამდვილეში, ეს მარსია, რომელიც კიდევ უფრო აკაშკაშდა. ამ პერიოდის ღამის ყველაზე ელვარე ობიექტები – მარსი და მთვარე არიან.

 

დედამიწის პირველი გლობალური სურათი

ნასას ახალი კლიმატო-მეტეოროლოგიური თანამგზავრი VIIRS. მის მიერ დანახული დედამიწა – პლანეტის სრული ფრონტალური სახე – ეს საუკეთესო კადრია. 824 კილომეტრის სიმაღლეზე დედამიწის ზედაპირიდან VIIRS(NPP)-ი ჩვენი პლანეტის ყოველდღიურ მდგომარეობას აკონტროლებს. 24 ნოემბერს გაკეთებული სურათი VIIRS-იდან მიღებული პირველი გლობალური გამოსახულებაა.

 

დოპლერის ეფექტი

  ყველას მოგვისმენია სპეცსიგნალებით მოძრავი მანქანის ხმა. სანამ მანქანა გვიახლოვდება, სირენის ტონი მაღალია, შემდეგ დაბლდება, დაშორებასთან ერთად კიდევ უფრო დაბალი ხდება და ნაცნობი: იიიიიეეეეეეააააააააოოოოოუუუუუუუუ – ბგერათა დაახლოებით ასეთი რიგი გამოდის Smile. ალბათ არც გიფიქრიათ, რომ ასეთ მომენტებში თქვენ ტალღების უფუნდამენტალურესი(და სასარგებლო) თვისების მომსწრე ხდებით.