რატომ იური გაგარინი?

 მის ბიოგრაფიაში არის საიდუმლო ნიშნები, რომლებმაც გაგარინის მომავალზე იმოქმედა? იქნებ მის აკვანში ჩადებული იყო მაგიური ფილოსოფიური ქვა, რომელმაც პირველი კოსმონავტის მომავალი ვარსკვლავური გზა გაკვალა?

პირველი კოსმონავტი მორწმუნე იყო?

 გაგარინებს დიდი ოჯახი ჰქონდათ: ოთხი შვილი – სამი ბიჭი და გოგონა. ასაკის მიხედვით, იური მესამე იყო. კლუშინო – ძველი და ოდესღაც მდიდარი სოფელი. 1610 წელს, აქ ცნობილი კლუშინოს ბრძოლა მოხდა, როცა პოლონელებმა და კაზაკებმა რუსები დაამარცხეს. თავიდან, ეს უკანასკნელნი იგებდნენ, თუმცა, მეფემ  ვოევოდა მოწამლა, რადგან კონკურენტის შეეშინდა (ამაზეა ნათქვამი, ციხე შიგნიდან ტყდებაო).

 1941 წლს, სკოლაში წასვლასთან ერთად, კლუშინო გერმანელებმა დაიკავეს. გაგარინების ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვების ჩათვლით ქუჩაში გამოყარეს, ხოლო მათ სახლში სახელოსნო მოაწყვეს. გერმანელი ალბერტი „მხიარული“ კაცი იყო. ფანჯარასთან კანფეტებს ყრიდა, ხოლო როცა ბავშვები მათ აღებას ცდილობდნენ, ალბერტი ჯარისკაცის ჩექმას აბიჯებდა ხელზე და თან გულიანად იცინოდა. ზამთრის დადგომამდე, გაგარინებმა ბოსტანში მიწურის ამოთხრა მოასწრეს, გადახურეს და ბუხარიც მოაწყვეს. მიწური, მატარებლის კუპეზე უფრო მჭიდრო იყო, ტანში ბოლომდე გასწორება, დაბალი ჭერის გამო, შეუძლებელი. წითელი არმიის მოსვლამდე გაგარინებმა ასეთ პირობებში ნახევარი წელი იცხოვრეს. უკან დახევამდე ცოტა ხნით ადრე, გერმანელებმა იურას უფროსი ძმა და და გერმანიაში გადაასახლეს. ის ხედავდა, თუ როგორ მისდევდნენ დედები მანქანებს უკან, რომელთაც მათი შვილები არავინ იცოდა სად მიყავდა. გერმანელები კი ქალებს კონდახებით იგერიებდნენ.

 გაგარინის არც ერთ წიგნში არ არის შემორჩენილი მოგონებები ბავშვობაზე. მიზეზი ალბათ ისაა, რომ მოგონებები, ისე როგორც ბავშვობის დროინდელი სიზმრები – ყველაზე საშინელია და მათ შესახებ ხმამაღლა ლაპარაკი უსიამოვნო.

 კლუშინოს ეკლესია გერმანელებმა ააფეთქეს, თუმცა გადარჩა მღვდლის სახლი. გლეხები თავიანთ შვილებს აუცილებლად ნათლავდნენ – არც იურა იყო გამონაკლისი. ის თვითონაც იყო ნათლია, მოანათვლინა თავისი ორი შვილიც, ლენა და გალია. ის უძულებული იყო ცერემონიალი გაესაიდუმლოებინა, რიტუალი მოსკოვიდან შორს, სმოლენსკის ოლქში ჩატარდა.

რატომ თამაშობდა გაგარინი კალათბურთს?

 სასწავლებელში გაგარინი, დაბალი სიმაღლის მიუხედავად (165 სმ.), კალათბურთით იყო გატაცებული. თამაშობდა კარგად, იყო გუნდის კაპიტანი. ფსიქოლოგმა ეს შეიძლება ახსნას ადამიანის ლტოლვით სიმაღლეებისკენ და ჯერ კიდევ დაუპყრობელი მწვერვალებისკენ. 1951 წელს გაგარინმა ქალაქ სარატოვის ტექნიკუმში ჩააბარა, სადაც ავიაციისა და კოსმოსის შესწავლით იყო გატაცებული. ფიზიკაში ჩატარებული ცდები ჯადოსავით მოქმედებდა კლუშინოში გაზრდილ ბიჭზე, რომელსაც აქამდე, ეზოს იქეთ არსებულ სამყაროზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ციოლკოვსკის ნაშრომებზე გაკეთებული მოხსენებიდან, როგორც გაგარინი იხსენებდა, დაიწყო „კოსმოსური ბიოგრაფია“.

იყო თუ არა გაგარინი „დედოვშინის“ მსხვერპლი სამხედრო სასწავლებელში?

 ჯარში ყოფნა ნებისმიერ დროს არ არის ადვილი. ორენბურგის სამხედრო სასწავლებელში, სადაც ის ათმეთაურის მოადგილედ იყო დანიშნული, სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა. მკაცრი დისციპლინარული მოთხოვნების გამო იურამ და კიდევ რამდენიმე ჯარისკაცმა უფროსი „თავის ადგილზე მოსვეს…“ სასწავლებელში კიდევ უფრო რთული თავგადასავლებიც მომხდარა.

 სწავლაში გაგარინს ყველაზე მაღალი შეფასებები ჰქონდა, თუმცა ვერაფრით ახერხებდა თვითმფრინავის პროფესიონალურად დასმას – საფრენ აპარატს ყველა ჯერზე დაბლა გაურბოდა ცხვირი. გადაწყდა მისი მაღალი კლასის პილოტების სიიდან ამოშლა. თუმცა ბრძანებას ხელს ვერ აწერდნენ, რადგან კურსანტი ლამის ტიროდა და ამბობდა რომ არ შეუძლია სიცოცხლე ცის გარეშე. საბოლოოდ გაირკვა, რომ დაჯდომის მანევრში მას ხელს ტანის დაბალი სიმაღლე უშლიდა, შემდგომ თვითმფრინავის სავარძელი აწიეს და პრობლემაც მოიხსნა.

იყო თუ არა გაგარინი შურიანი?

 „როცა იურა კოსმოსური გაფრენისთვის აირჩიეს, მე მისი ძალიან მშურდა. ვერაფრით გამეგო რატომ ის? ჩვენ ყველანი ძლიერები ვიყავით ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც. თუმცა შემდეგ მივხვდი: მხოლოდ გაგარინს ჰქონდა უმნიშვნელოვანესი თვისება – ის არ იყო შურიანი!“ ასე ახასიათებდა მას პირველი კოსმონავტების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

განათლება

 „იურა, ჰემინგუეის და უიტმენს კითხულობდა“ – ამბობს ერთ-ერთი მისი მეგობარი. ახლა ალბათ კოსმონავტები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ისინი, ვინც უიტმენს კითხულობენ…

 პირველი კოსმონავტების ოც კაციანი ჯგუფიდან სამხედრო სასწვლებელი ყველამ მაღალი შეფასებებით დაამთავრეს, ორ ოთხიანზე მეტი არც ერთს არ ჰქონდა. გაგარინის კონსპექტები დაკარგვას გადაურჩნენ და მათი ნახვა ახლაც შეიძლება, ასე ხუთოსანი გოგონებიც კი ვერ წერენ… ჯგუფის შედგენის დროს პროფესორებმა გამოცდა მოაწყვეს – რთული ამოცანის ამოხსნა მოკლე ხანში, პირობებში, როცა გარეგანი ზემოქმედება უეცრად იცვლება. კიდევ იყო 15 დღიანი გამოცდა სიჩუმის კამერაში, რომელშიც ნორმალურ ადამიანს ჰალუცინაციები ეწყება. გაგარინმა – ეს აუდიო ჩანაწერები ავია და კოსმოსური მედიცინის ინსტიტუტში ახლაც ინახება, – არ იცოდა რა ფარულად დამონაჟებული მიკროფონების შესახებ, წყნარად ღიღინებდა – ბოლომდე, ტყუილის გარეშე გაუძლო გამოცდას.

დიდების მანია

ლონდონში.

 გაგარინს განდიდების მანიის საერთოდ არაფერი ემჩნეოდა. განსაკუთერებით ეცვლებოდა სახე, უხდებოდა უფრო ნათელი გამომეტყველება, როცა ის გლეხებს ესაუბრებოდა, რომელთა ცხოვრების შესახებ ყველაფერი იცოდა და კარგად ესმოდა მათი.

გაფრენის წინა ატესტაცია?

იური გაგარინი და მთავარი კონსტრუქტორი სერგეი კარალიოვი სტარტის წინ.

 „უყვარს სანახაობები აქტიური მოქმედებებით, სადაც მთავარ გმირად გრძნობს თავს, სწრაფვა გამარჯვებისკენ, მებრძოლი სული. სპორტულ თამაშებში კაპიტნის ადგილს იკავებს. გამარჯვების მიღწევაში მთავარ როლს მისი ამტანობა, მიზნისკენ სწრაფვა და კოლექტიურობის შეგრძნება თამაშობს. საყვარელი სიტყვა – „შრომა“. შეკრებებზე შემოაქვს მრავალმხრივად დაყოფილი საკითხი. შესანიშნავი მეხსირება. ძალიან ძნელია, ფაქტიურად შეუძლებელი, მისი წყობილებიდან გამოყვანა. ინელექტუალური განვითარების მაღალი დონე. გამოირჩევა ყურადღებიანობით, სწრაფი აზროვნებითა და რეაქციით. თავისუფლად მანიპულირებს ციური მექანიკის და უმაღლესი მათემატიკის ფორმულებით. არ რცხვენია იმის მტკიცებისა, რაც თვითონ მართალი ჰგონია. როგორც ჩანს, უფრო მეტი იცის ცხოვრების შესახებ, ვიდრე მისმა მეგობრებმა იციან. ცოლთან აქვს ფაქიზი და მეგობრული ურთიერთობა“.

გაგარინის ფსიქოლოგიური დახასიათება

 „წინა სასტარტო წვრთნებისას, გამოავლინა მაღალი სიზუსტე სხვა და სხვა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების შესრულების დროს. აჩვენა მაღალი სიმტკიცე უეცარი და ძლიერი გამაღიზიანებლების ზემოქმედების დროს. ყოველთვის იყო აქტიური: აღსანიშნავია სწრაფი ორიენტაცია მდგომარეობის ცვლილებისას, თავის ხელში აყვანა სხვა და სხვა მოულოდნელ სიტუაციებში.

 იზოლირებულ კამერაში ყოფნის დროს გამოამჟღავნა სწრაფად მოდუნების თვისება მცირე პაუზების დროს, შეუძლია სწრაფად დაძინება და დანიშნულ დროზე დამოუკიდებლად გაღვიძება.

 განსაკუთრებითაა აღსანიშნავი იუმორის გრძნობა, ხუმრობა, დიდსულოვნება. საწვრთნელ კოსმოსურ ხომალდზე მუშაობის დროს მისთვის დამახასიათებელი იყო სიმშვიდე, მუშაობის თავდაჯერებული სტილი, ზუსტი და ლაკონური მოხსენებებით. ფიქრი, ცნობისმოყვარეობა და სიცოცხლის სიყვარული გაგარინს ინდივიდუალურ თავისებურებას სძენს.

ბოლო გაფრენა

გაგარინისა და სერიოგინის გზა კრელმთან დასრულდა. მფრინავები კრემლის კედელთან დაასაფლავეს.

 1968 წლის 27 მარტს, 10:18 საათზე, გაგარინი და სერიოგინი საწრთვნელი გაფრენით აეროდრომიდან აფრინდნენ. ამ მომენტისთვის ხილვადობა ნორმალური იყო – ღრუბლების სიმაღლე 900 მეტრი დედამიწის ზედაპირიდან.

 დავალების შესასრულებლად 20 წუთზე მეტი დრო არ იყო საჭირო, თუმცა, 4 წუთის მერე გაგარინმა დავალების დამთავრების შესახებ გადმოსცა შეტყობინება და ბაზაზე დაბრუნების უფლება მოითხოვა. ამის მერე თვითმფინავთან კავშირი დაიკარგა…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.