ჩახლართული გალაქტიკა NGC 3169

 ეს კოსმოსური სცენა, 70 მილიონი სინათლის წლის იქეთ, ელვარე ვარსკვლავის – რეგულის მახლობლად, სექსტანტის თანავარსკვლავედის მიმართულებით ხდება. NGC 3169-ის ლამაზი მკლავები მოქცევის ძალების შედეგად გამრუდებული კუდებით ბოლოვდება, რაც მის მეზობელ NGC 3166-თან გრავიტაციული ურთიერთქმედებით არის გამოწვეული. სამყაროს ჩვენი ნაწილის ბევრი ელვარე გალაქტიკა არის იგივე დღეში ჩავარდნილი. ამ გალაქტიკური ჯგუფის ღრმა ფერად გამოსახულებაზე კარგად ჩანს გარე მხარეებზე გამოჭრილი ვარსკვლავური თაღები – გრავიტაციული ურთიერთქმედების მოწმობა. გამოსახულება 20 კუთხური წუთის ზომის სივრცეს მოიცავს, ანუ გალაქტიკამდე მანძილის გათვალისწინებით, ეს დაახლოებით 400 ათასი სინათლის წელი იქნება. გვერდიდან, პატარა და უფრო სუსტად მანათობელი NGC 3165-ის დანახვაც არის შესაძლებელი. ცნობილია, რომ გალაქტიკა NGC 3169 სპექტრის ყველა დიაპაზონში ასხივებს, რადიოდან რენტგენის ჩათვლით, რაც მის აქტიურ გალაქტიკურ ბირთვზე მიუთითებს, რომელიც ცენტრში ზემასიურ შავ ხვრელს (1) მალავს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.