ახალი თეორია გიგანტური ვარსკვლავების შესახებ

 მეცნიერთა თქმით, ახალგაზრდა ვარსკვლავები უჩვეულოდ დიდ ზომებამდე შეიძლება გაიზარდონ, მზეზე 10-ჯერ მეტი ზომითა და მასით.  ასეთი ზომებისა და მასების მიღება მათ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი ხნიერი ვარსკვლავების მიერ წარმოქმნილ ჭუპრში არიან მოხვედრილნი. ეს ხნიერი ვარსკვლავები, ფორმირების ეტაპზე მყოფ ახალგაზრდას, თავიანთი გაზებით მუდმივად ამარაგებენ. რამდენიმე ვარსკვლავის გაზებისა და სხვა ნივთიერბების ერთბაშად შთანთქმით, ახალგაზრდა ვარსკვლავები(1) წარმოუდგენელ ზომებს იღებენ(ჰერცშპრუნგ-რესელის ვარსკვლავური დიაგრამა).

 ამაზე ვარსკვლავების ზრდის ახალი თეორია ლაპარაკობს, რომელიც ევროპელმა ასტრონომებმა ”ჰერშელით” მიღებული მონაცემების გამოყენებით შეიმუშავეს.

 გამოსახულებაზე გაზურ-მტვროვანი ღრუბლის Westerhout 3-ის  ცივი გაზების გამოსხივება არის ნაჩვენები. ფოტო 2013 წლის 27 მარტს გამოქვეყნდა.

 გაზურ-მტვროვანი ღრუბელი Westerhout 3 ვარსკვლავების ფორმირების რეგიონია, დედამიწიდან 6500 სინათლის წლის მანძილზე. ამ ღრუბლებზე დაკვირვება ინფრაწითელ და მიკროტალღურ დიაპაზონებშია შესაძლებელი(W40).

 ”ჩვენს მირ ჩატარებული ახალი დაკვირვებები, ორბიტალური ”ჰერშელის” საშაულებით, გიგანტური ვარსკვკლავების ფორმირების თეორიის ახლებურად აღქმაში გვეხმარება. ზრდასთან ერათდ ვარსკვლავზე მუდმივი რადიაციული წნევა მოქმედებს. რაც უფრო მსიურია ის, მით მეტია ეს წნევაც. რაღაც მომენტში ვარსკვლავი თავის მაქსიმუმს აღწევს და მეტად ზრდა აღარ შეუძლია” – განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი(სუპერვარსკვლავის ჩამოყალიბება: კიდევ ერთი საიდუმლოთი ნაკლები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.