„კასინიმ“ ტიტანის კრატერთა გაქრობა აღმოაჩინა

 აღმოჩენა ტიტანისა და იუპიტერის თანამგზავრის ჰანიმედის კრატერების დიამეტრებისა და სიღრმეების შედარების საფუძველზე გაკეთდა. ჰანიმედის შემთხვევაში მონაცემები სიღრმეების შესახებ „გალილეის“ სტერეოფოტოებით დადგინდა. ინფორმაცია ტიტანის კრატერებზე კი „კასინის“ მიერ ჩატარებული რადიოზინდირების საშალებით იქნა მოპოვებული.

 მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კრატერები ორ თანამგზავრზე არა მხოლოდ რაოდენობით(ჰანიმედზე ათესულობით არის, ტიტანზე – მხოლოდ 50), არამედ სიღრმეებითაც განსხვავდებიან. ტიტანზე მეტეორულ ჩაღრმავებათა უმრავლსეობა უჩვეულო მასალით – ჰიდროკარბონატული ქვიშით არის შევსებული. აქ როგორც მთლიანად ცარიელი, ასევე ყელამდე სავსე კრატერები დაიმზირება.

 მეცნიერთა თქმით, ტიტანის კრატერთა თანდათანობითი შევსება და გარქობა ქარებთან არის დაკავშირებული. ჰანიმედისგან განსხვავებით, ამ თანამგზავრზე აზოტისა და მეთნისაგან შედგენილი სქელი ატმოსფეროა, ხოლო მყარი ქანების თავისთავადი სიფხვიერებით ასეთი სწარაფი გაქრობები ვერ აიხსნება.


 მსგავსი კრატერების შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტიტანის ისტორიის უკეთ გაგებაში. მათი შევსება ქარების მიერ გამოწვეული ეროზიით ასეულობით მილიონი წლის განმავლობაში იმაზე მეტყველებს, რომ მის ატმოსფეროსაც იგივე ასაკი აქვს.

 ტიტანი სიდიდით მეორეა ჰანიმედის მერე მზის სისტემაში. ერთადერთი ციური სხეული ახლო კოსმოსში დედამიწის გარდა, რომელზეც სითხის არსებობა არის დამტკიცებული – მეთანის ტბები და მდინარეები(კიდევ ტიტანზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.