ტიტანის აღმოჩენის დღე

 სატურნის უდიდესი თანამგზავრი 1655 წლის 25 მარტს აღმოაჩინეს. ჰოლანდიელმა ასტრონომმა, ქრისტიან ჰიუიგენსმა (Christiaan Huygens), ტიტანი აღმოაჩინა ტელესკოპით, რომელიც თვითონვე ააწყო. ასტრონომმა ივარაუდა, რომ სატურნის მახლობლად მდებარე ელვარე ობიექტი, ამ პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრი შეიძლება ყოფილიყო. რამდენიმე დღის მერე ის თავის მოსაზრებაში საბოლოოდ დარწმუნდა.

 ”დღეს ჰიუიგენსი მოხარული იქნებოდა ალბათ გაეგო, თუ რაოდენ უცნაური პატარა სამყარო აღმოაჩინა მან. საერთოდ, ჰიუიგენსი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჩვენი სამყარო სავსეა უცნაური და საინტერესო ადგილებით, ტიტანი კი ერთ-ერთი მათგანია. ასტრონომის აზრით, ამ ადგილებში შესაძლებელია ცოცხალი არსებებიც იყვნენ, თუნდაც სრულიად განსხვავებული ჩვენთვის ნაცნობი არსებებისგან” – ამბობს პალეონტოლოგი რალფ ლორენცი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიიდან.

 ”თუ ტიტანზე ოდესმე მოდიოდა წვიმა, ის აშკარად არ იქნებოდა წყლის, რადგან ტიტანი მზიდან ძალიან შორსაა და მისი ზედაპირის ტემპერატურა ცელსიუსით მინუს 170-180 გრადუსს უტოლდება” – დასძენს პლანეტოლოგი.

 ტიტანს ზედაპირზე თხევადი საფარიც გააჩნია: მეთანის ღრუბლები, მდინარეები და ტბები, ალბათ, მეთანის წვიმებიც მოდის.

 ტიტანის ზედაპირი ძირითადათ გაყინული წყლისა და დანალექი ორგანული ნივთიერებებისგან შედგება, გეოლოგიურდ ახალგაზრდაა, ძირითადათ სწორი, მცირე რაოდენობის კრატერების და მთების, ასევე რამდენიმე კრიოვულკანის გამოკლებით. ტიტანის დიამეტრი 5152 კილომეტრია.

2016 წლისთვის მკვლევარები ზონდის TIME (Titan Mare Explorer mission) გაშვებას აპირებენ. კოსმოსური კაფსულა ტიტანს 2023 წელს მიაღწევს და მეთანის უზარმაზარ ოკეანეზე დაეშვება. ის სატურნის უდიდეს თანამგზავრს გამოიკვლევს, იქაურ ამინდსა და კლიმატს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.