“ტროპიკული“ ტბა ტიტანზე

 მეცნიერებმა ტიტანის უდაბურ ეკვატორულ ნაწილში მეთანის ტბა აღმოაჩინეს, რომლის სიღრმე ერთ მეტრზე მცირეა. ამის შესახებ ჟურნალ Nature-ს საიტზე დაიწერა.

 აღმოჩენა ინფრაწითელ დიაპაზონში გაკეთებული დაკვირევებების საფუძველზე გაკეთდა, რომლებიც აპარატმაკასინიმ2004-2008 წლებში გააკეთა. სატურნის უდიდესი თანამგზავრის სქელი ატმოსფეროს მიღმა ოვალური ტბის დანახვა მოხერდა, რომლის სიგრძე 60 კილომეტრია, ხოლო სიგანე 40 კილომეტრი.

გამოსახულება მიღება ინფრაწითელი დიაპაზინის შვიდ სხვა და სხვა ტალღის სიგრძეზე მიღებული ფოტოების კომბინაციით მოხდა.

 ტბის გარდა ტიტანის ტროპიკულ რეგიონში კიდევ ოთხი, შედარებით დაბალი სიღრმის „წყალსატევი“ აღმოჩნდა. მეცნიერთა თქმით, ეს წარმონაქმნები დედამიწისეულ ჭაობებს ჰგვანან.

 აქამდე ითვლებოდა, რომ ამ თანამგზავრის ეკვატორული ნაწილი ქვიან უდაბნოს წარმოადგენდა და თხევადი სახით ნახშირწყლები მხოლოდ პოლუსებზე შეიძლება არსებობდნენ.

 ტიტანი მეცნიერთა ყურადღებას იმით იპყრობს, რომ დედამიწის გარდა ის ერთად-ერთი ობიექტია მზის სისტემაში, რომლის ზედაპირზეც გარკვეული ნივთიერებები თხევად მდგომარეობაში იმყოფებიან. ტიტანის ტბები ნახშირბადისა და წყალბადის შენაერთების სახითაა წარმოდგენილი, ძირთადათ მეთანი. სითხე მუდმივ ცირკულაციაშია – ორთქლლდება და ნალექების სახით ისევ ზედაპირზე ბრუნდება.

 ჩვენთვის ჩვეული სიცოცხლის ფორმები ასეთ პირობებში რა თქმა უნდა ვერ იარსებებენ, თუმცა ეს განსხვავებული ქიმიური ნაერთების თვითორგანიზაციას არ გამორიცხავს. გარდა ამისა, ტიტანის შესწავლით, კოსმოსის ექსტრემალურ პირობებში სიცოცხლის გაჩენის ქიმიური ევოლუციის გზების უკეთ გაგებაც იქნება შესაძლებელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.