ზეახლის ნაწილაკები მეტეორიტებში

 ამერიკელმა ფიზიკოსებმა ზეახალი ვარსკვლავის წიაღში ფორმირებული სილიციუმის დიოქსიდი აღმოაჩინეს(ვაშინგტონის უნივერსიტეტი).

 ქვიშის უმცირესი ნაწილაკები იქნა აღმოჩენილი მეტეორიტებში, რომლებიც ამერიკულმა ექსპედიციამ ანტარქტიდაზე იპოვა. იზოტოპურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნიმუში ჟანგბადი-18-ის დიდ რაოდენობას შეიცავს. მატერია, რომლისგანაც მზის სისტემა წარმოიქმნა, ასეთ იზოტოპებს ფაქტიურად არ შეიცავდა. კვლევის ავტორთა თქმით, ქვიშის ეს ნაწილაკები უძველესი ზეახლის ბირთვში გაჩნდნენ. კვლევის ჩარჩოებში მეცნიერებმა სილიციუმის დიოქსიდის ზეახლის ბირთვში ჩამოყალიბების პირობები განიხილეს და დასკვნეს, რომ ნაწილაკები ზეახლის ბირთვის შიგა ფენებში არ გაჩენილან, სადაც ბევრი ჟანგბადია, წინააღმდეგ შემთხვევაში ანალიზი ჟანგბადი-16-ს გამოავლენდა. ნაპოვნი ნიმუშები, ახალი თეორიის თანახმად, ზეახლის ბირთვის შიგა(ჟანგბადი, ნახშირბადი) და გარე(წყალბადი) ფენებს შორის მატერიის გაცვლის შედეგად გაჩნდნენ.

 ქვიშის ნაწილაკები, ფორმირებულნი მზის სისტემის გაჩენამდე, პირველად მეტეორიტებში 2009 წელს აღმოაჩინეს. მაშინდელი ნიმუშების შემადგენელი(მდიდარი ჟანგბადი-17-ით) იმაზე მიუთითებდა, რომ ისინი წითელი გიგანტების შიგნით წარმოიქმნენ.

 კვლევის ავტორები ასევე იმაზე მიუთითებენ, რომ ზეახლის აფეთქებამ, რომელშიც ეს ნაწილაკები გაჩნდნენ, შეიძლება მზის სისტემის ფორმირების დაწყებას მისცა ბიძგი. მზის გაჩენის ასეთი თეორია ადრეც იყო წარმოდგენილი. ითვლება, რომ აფეთქების დარტყმითმა ტალღამ გაზურ-მტვროვანი ღრუბლის გასქელება გამოიწვია, რომლისგანაც თავის მხრივ მზე და სისტემის პლანეტები ჩამოყალიბდნენ(მენიერებმა მზის სისტემის ზეახალი ”დაკარგეს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.