შესაძლებელია თუარა გამრავლება მარსზე?

პირველ მარსელ კოლონისტებს წინ ბევრი პრობლემა და საფიქრალი ელოდებათ.

 სუფთა ჰაერი, გამწვანებული მდელოები, მოჩუხჩუხე ანკარა წყალი. ასეთი პირობებიდან ცივ, მშრალ, უატმოსფერო, უდაბურ და რადიაციულ მარსზე  გადასვლა ძალიან რთული მისიაა. მით უმეტეს თუ საქმე გამრავლებას ეხება.


 ორგანიზაცია „მარს 1“, რომელიც ამ მისიას ახორციელებს, თავისი გეგმა უკვე გამოაქვეყნა და ასტრონავტების შერჩევა დაიწყო. შერჩეულ ასტრონავტთა გუნდი პირველი მარსელი კოლონისტები იქნებიან, რომლებიც მხოლოდ ყოველ ორ წელიწადში შეძლებენ დედამიწაზე დაბრუნებას. ახალმოსახლეებს რა თქმა უნდა სურვილი ექნებათ შექმნან ოჯახი, მაგრამ შესაძლებელია კი ეს? ამაზე მეცნიერები და ექიმები დიდი ხანია ფიქრობენ. როგორც ექიმები ამბობენ, მათ არ იციან როდის მოხდება ჩასახვა ან რამდენად იქნება შესალებელი ნაკლებ გრავიტაციულ პირობებში მშობიარობა, როგორ შეეგუება ახალშობილი გარემოს. ბავშვზე ფიქრიც კი ძალიან  ადრეა, რადგან მეცნიერებს ჯერ კიდევ თავსატეხად აქვთ, თუ როგორ დაამყარებს მარსზე გაფრენილი და კოსმოსურ სივრცეში მყოფი წყვილი კავშირს, სადაც გრავიტაცია ნულს უტოლდება.

 თუმცა „მარს 1“-ის სამედიცინო ხელმძღვანელი  ნორბერტ კრაფტი, ექსპერიმენტის ჩატარებას ჯერ ცხოველებზე აპირებს. ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ ცხოველებით, დავაკვირდებით მათ ორსულობის პერიოდს და მშობიარობას, თუ აქ ყველაფერი კარგად ჩაივლის, შემდეგ გადავალთ ადამიანებზე და თუ აქაც საქმე კარგად წავა, შეიძლება მარსელი თინეიჯერებიც ავღზარდოთ(ჩვენი მომავალი: მარსის კოლონიზაცია).

 ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.