მენიერებმა მზის სისტემის ზეახალი ”დაკარგეს”

 მკვლევარებმა რკინის იზოტოპების რკინა-60 და რკინა-58-ის შემცველობის ანალიზი დედამიწის ქერქისა და ასტეროიდების სინჯებს გაუკეთეს. ავტორთა თქმით, რკინა-60 მხოლოდ ზეახლის აფეთქების შედეგად ჩნდება, მისი არსებობა ზეახლის აფეთქების უდავო მტკიცებულებაა.

 მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რკინა-60-ის რაოდენობა მეტეორიტებში ძალიან მცირეა, თან სხვა და სხვა მეტეორიტებში ის თანაბრადაა განაწილებული. რკინა-58-ის განაწილება კი, ავტორთა მონაცემებით, მისი უფრო მძიმე იზოტოპისას დაემთხვა.

 მიღებული შედეგები აქამდე ჩატარებულ რამდენიმე კვლევას ეწინაღმდეგება. ავტორები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ მიღებული მონაცემები უფრო ზუსტია, რადგან იზოტოპების(1) კვლევის გაცილებით ზუსტი მეთოდებითაა მიღებული.

 თუ მკვლევართა მონაცემები სხვა კვლევებითაც დამტკიცდება, მაშინ მეცნიერებს მზის სისტემის ჩამოყალიბებაზე არსებული შეხედულებების გადამოწმება მოუწევთ. აფეთქების სცენარის ალტერნატივად მეცნიერები, ვარსკვლავთშორისი ღრუბლის(რომლისგანაც შემდეგ მზის სისტემა ჩამოყალიბდა) წარმოქნას განიხილავენ უძველესი ვარსკვლავისაგან მქროლი ქარით, რომელიც მზეზე 20-ჯერ მასიური იყო(მზის სისტემის პლანეტები თანატოლები არიან; მზის სისტემის მშობლები…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.