ევროპას შემსწავლელი ზონდი

ნასაში ახალ საკითხზე მუშაობენ. მკვლევარები აპირებენ ორი რობოტიზირებული აპარატი იუპიტერის მთვარე ევროპასკენ გაუშვან – ობიექტისკენ, სადაც ბევრ მეცნიერს ჰგონია, რომ საუკეთესო ადგილია სიცოცხლის არსებობისთვის მზის სისტემაში (დედამიწის გარდა რა თქმა უნდა) ნასას (JPL -Jet Propulsion Laboratory, Pasadena, Calif.) მკვლევარები მუშაობენ მისიის სრულყოფილ დაგეგმვაზე, რომელიც დაიწყება 2020 წელს, გაშვებული ზონდები ევროპას 6 წელიწადში მიაწევენ.

 

NASA-ს ხომალდი ”New Horizons” პლანეტა პლუტონთან ყველაზე ახლოს მივა

  2006 წლის 19 იანვარს NASA-მ კოსმოსში გაუშვა ხომალდი ”ახალი ჰორიზონტები” (”New Horizons”), რომელიც პლუტონ-კოიპერის სარტყელის პროგრამის ფარგლებში ჩვენი მზის სისტემის ყველაზე შორეულ უბანს და მის მიღმა არსებულ ”სამყაროებს” გამოიკვლევს. რამდენიმე დღის წინ ხომალდი პლანეტა პლუტონის კოორდინატებს შეუპირაპირდა.

ჟურნალ TIME-ის 2011 წლის ასტრო რეიტინგი

პირველი ადგილი ახალი მარსმავალის გაშვებამ დაიმსახურა. გამოცემა აპარატის ზომებმა გააკვირა, ის მცირე ზომის მანქანის ხელაა. გეგმის მიხედვით “ცნობიმოყვარე” წითელ პლანეტას 2012 წელს მიაღწევს. ახალი მისია კიდევ იმით გამოირჩევა, რომ ყველაფერთან ერთად, ზონდის დაშვება პლანეტის ზედაპირზე უცნაური ტექნოლოგიებით მოხდება.

 

“ვოიაჯერი” სისტემის კიდეზეა

”ვოიაჯერების” წყვილიდან პირველმა, რეგონში სადაც ახლა იმყოფება, სერიოზული ცვლილებების შესახებ გადმოსცა სიგნალი. მეცნიერთა აზრით, აპარატი მალე ნამდვილ ვარსკვლავთშორის სივრცეში გავა.

ჩინეთის სწრაფვა კოსმოსისკენ – ”ტიანგუნის” პირველი ეკიპაჟი

ჩინეთის კოსმოსური ლაბორატორია ”ტიანგუნ-1”-ის შეპირაპირება კოსმოსურ ხომალდთან წარმატებით განხორციელდა: უპილოტო კოსმოსური ხომალდი ”შენჩჟოუ -8” ლაბორატორიულ პირობებში 2-ჯერ შეამოწმეს, კოსმოსში ფრენამ კი მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე ჩაიარა.

 

”ჰაბლის” კიდევ ერთი აღმოჩენა

ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა, რომელიც ამერიკის კოსმოსური კვლევების სააგენტოს ეკუთვნის, აღმოაჩინა და გადაიღო უცნაური ფენომენი ვარსკვლავურ გროვაში NGC 1846. ეს გროვა დედამიწიდან 160 000 სინათლის წლითაა დაშორებული.