”ჰაბლის” კიდევ ერთი აღმოჩენა

ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა, რომელიც ამერიკის კოსმოსური კვლევების სააგენტოს ეკუთვნის, აღმოაჩინა და გადაიღო უცნაური ფენომენი ვარსკვლავურ გროვაში NGC 1846. ეს გროვა დედამიწიდან 160 000 სინათლის წლითაა დაშორებული.

აქ მეცნიერებმა ასი ათასობით ვარსკვლავისგან შემდგარი სფერული გროვა, ირმის ნახტომის მაზობელი ჯუჯა გალაქტიკის, სახელად მაგელანის დიდი ნისლეული, ცალკე მყოფ ჰალოში(გალაქტიკის გაზურ-მტვროვანი ამოზნექილიბა ბირთვთან) აღმოაჩინეს. ეს გალაქტიკა ჩვენი პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროდან მოჩანს.

NGC 1846-ის ყველაზე ხნიერი ვარსკვლავები დანარჩნებზე უფრო ელვარედ გამოიყურებიან. ისინი ფოტოზე ინტენსიურ წითელ და ცისფერ ფერებში წარმოგვიდგებიან. საშუალო ასაკის ვარსკვლავთა უმრავლესობას, რომელთა ასაკი რამდენიმე მილიარდი წელია, თეთრი ფერი აქვთ.

მათ შორის ყველაზე უფრო დამაინტრიგებელი ობიექტი, თითქოს, საერთოდ არ ეკუთვნის სფერულ გროვას. ეს არის ე.წ. პლანეტარული ნისლეული, თეთრ კონტურიანი მომწვანო სფერო, რომელიც ვარსკვლავის სიკვდილის მერე გაჩნდა. აფეთქებული ვარსკვლავი, შესაძლოა, მოთეთრო ნისლეულის შიგნით ჩანს.

ავტომატური ობსერვატორია ”ჰაბლი”-სთვის ორბიტაზე კარგად შერჩეული პოზიცია, საშუალებას იძლევა იმ დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების რეგისტრირებისა, რომელიც ატმოსფეროს გამო დედამიწის ზედაპირამდე თითქმის ვერ აღწევს. ტელესკოპის გარჩევადობის შესაძლებლობა 7-10 ჯერ მეტია, ნებისმიერ, ზდაპირზე მყოფ ტელესკოპთან შედარებით.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.