“ვოიაჯერი” სისტემის კიდეზეა

ვოიაჯერის მისიის სპეციალისტებმა მზის სისტემის ახალი რეგიონის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს – ”სტაგნაციის რეგიონი”(stagnation region. ზენელი პროცესები). კიდეზე არსებული, აპარატის მიერ აქამდე გავლილი რეგიონებისგან განსხვავებით, ეს ადგილი მზის ქარის მთლიანი შეჩერებით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ მზის ქარის ნულამდე დაცემა ”ვოიაჯერმა” ჯერ კიდევ 2010 წელს დააფიქსირა. ახლა უკვე არა მარტო ნაწილაკების მოძრაობის სიჩქარეა უკიდურესად მცირე, არამედ მათი მოძრაობის მიმართულებებიც ქაოტურია. ზოგჯერ ”ქარი” აპარატის მოძრაობის საწინააღმდეგოდაც კი უბერავს(ეს მოვლენა პირველად იქნა დაფიქსირებული).

შეგახსენებთ, რომ ”ვოიაჯერ-1” მზიდან 119 ასტრონომული ერთეულითაა დშორებული(17,8 მლრდ.კმ.) მისი მოძმე ”ვოიაჯერ-2” მზეს ჯერჯერობით 97 ა.ე-თი დაშორდა. ახალი რეგიონის შიდა კიდე, მის არსებობაზე ადრე მხოლოდ ვარაუდობდნენ, იქამდე მანძილი 113 ასტრონომული ერთეულია. მისი გარე საზღვრის ბოლო წერტილი ჯერ კიდევ უცნობია(NASA/JPL-Caltech-ეს ილუსტრაცია).

მეორე საინტერესო დეტალი, მაგნიტური ველის გაძლიერება(წლის განმავლობაში ის გაორმაგდა). ეს ფაქტი, ვარსკვლავთშორისი გარემოს მხრიდან მზის მაგნიტოსფეროზე მოქმედი წნევის გაზრდაზე მეტყველებს.

გარდა ამისა, განვლილი წლის განმავლობაში აპარატმა მაღალენერგიული ნაწილაკების რაოდენობის კლება დააფიქსირა, ნაწილაკებისა, რომლებიც მზიდან მოდიან(მათ თითქოს სისტემის გარეთ დაიწყეს გაჟონვა). აქამდე ეს მონაცემი სტაბილური იყო.

მეორეს მხრივ, მაღალი ენერგიების ელექტრონთა რიცხვი, რომლებიც სისტემაში კოსმოსიდან აღწევენ, 100-ჯერ გაიზარდა.

ეს ყველაფერი უკიდურესი საზღვრის მოახლოებაზე მიუთითებს – ჰელიოსფეროს კიდე, რომლის იქეთ თავისუფალი ვარსკვლავთშორისი სივრცეა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ”ვოიაჯერის” მზის სისტემიდან გასვლის ზუსტი თარიღის დადგენა ჯერ კიდევ შეუძლებელია, თუმცა, ეს არა წლების, არამედ რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდება.

ფოტოზე ორ პროექციაშია ნაჩვენები უშორესი აპარატების მდგომარეობა მზის სისტემის გარე პლანეტების მიმართ.

ვოიაჯერთა” წყვილი მზის სისტემას ფაქტიურად გაშორდა, თუმცა ისინი ჯერ კიდევ მისი საზღვრის შიდა კიდეზე იმყოფებიან. ახლა ისინი იღებენ სიგნალებს, რომელებიც მზის სისტემაზე ”გარედან ყურების” პირველ შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს. აპარატებმა დააფიქსირეს ლაიმან ალფას სპექტრალური ხაზები, რომლებსაც ვარსკვლავთ წარმომქნელი რეგიონები ასხივებენ. გალაქტიკაში ვარსკვლავთწარმოქმნის შესწავლისას, უმთავრესია პროცესის კვლევა წყალბადის ღრუბლების გამოსხივების 121,6 ნანომეტრიან ტალღაზე – ე.წ. ლაიმან-ალფას სპექტრული ზოლი. ასეთი ტალღა, წყალბადში ელექტრონის მეორე დონიდან პირველზე გადასვლისას გამსოხივდება. ჩვენი გალაქტიკის წყალბადის ღრუბლების ამგვარი გამსოხივებით შესწავლის ძირითადი შემაფერხებელი მზეა. აქამდე ეს ხაზები, მხოლოდ შორეულ გალაქტიკებში დაიმზირებოდა, რადგან ირმის ნახტომის სუსტ წყაროებს მზიური წყალბადის გამოსიხვება მთლიანად ფარავდა(ამჟამად ულტრაიისფერი სპექტროგრაფები გამორთულია ელ.ენერგიის ეკონომიის გამო; ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბელი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.