კიდევ ერთი მთვარის სრული დაბნელება

 ეს იშვიათი, ზოგიერთათვის კი ზებუნებრივი მოვლენა, ხდება მაშინ, როცა მთვარე დედამიწის მიერ წარმოქმნილ კონუსურ ჩრდილში შედის.
  ამ მოვლენის თეორიულად მაქსიმალური დრო 108 წუთს შეადგენს. ასეთი ხანგრძლივი დაბნელებები მოხდა 1859 წლის 13 აგვისტოს, ასევე 2000 წლის 16 ივლისს.
_აღსანისნავია, რომ მთვარის ნებისმიერი დაბნელებისას მთვარე თვალთახედვიდან მთლიანად არ ქრება, არამედ ხდება მუქი-წითელი. ეს იმით აიხსნება, რომ მთვარე, სრული დაბნელების დროსაც განათებულია. მზის სხივები, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებს ეხებიან გაბნევას განიცდიან და ნაწილობრივ მთვარესაც აღწევენ. სწორედ ამით აიხსნება მთვარის უცნაური შეფერილობა.
_მთვარის სრული დაბნელების დროს მის ზედაპირზე ყოფნა რომ შეგვძლებოდა, მაშინ ჩვენ მზის სრულ დაბნელებას დავინახავდით, ანუ მზის დაბნელებას დედამიწით.
_მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მთვარის სრული დაბნელება, რომელიც შაბათს მოხდება, 2014 წლამდე აღარ განმეორდება(სრული!!!).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.