NASA-ს ხომალდი ”New Horizons” პლანეტა პლუტონთან ყველაზე ახლოს მივა

 ”New Horizons” ჯონს ჰოპკინგის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის დეპარტამენტის პროექტს წარმოქდგენს. კოსმოსში მოგზაურობის 6 წლის შემდეგ ”ახალი ჰორიზონტები” ჯუჯა პლანეტა პლუტონისკენ მიმავალ გზას დაადგა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ხომალდი ყოველდღიურად მილიონ კილომეტრზე მეტს დაფარავს და 2015 წლის 14 ივლისს პლუტონს 12500 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება.

”ახალი ჰორიზონტები”(NASA).

”მზის სისტემაში უზარმაზარი მანძილი დავფარეთ” – ამბობს გლენ ფაუნტაინი, პროექტის მენეჯერი. – 10 წლიანი მისია ხანგრძლივად გვეჩვენებოდა, მაგრამ წლებმა სწრაფად გაირბინა. სულ რაღაც სამი წლის შემდეგ ჩვენი ხომალდი პლუტონს გაუსწორდება.”
ამ მომენტისთვის ხომალდი მნიშვნელოვანი მანძილითაა დაშორებული სამიზნეს და მისი პერსპექტივიდან პლუტონი პაწაწინა წერტილივით მოჩანს. 2015 წლის ზაფხულის თვეში კი ”ახალი ჰორიზონტები” იმდენად მიუახლოვდება პლანეტას და მის მთვარეებს, რომ ფეხბურთის მოედნისოდენა დეტალებიც კი ნათლად გამოჩნდება.
”გასაოცარი მიღწევაა!”-აღნიშნავს მისიის მეცნიერ-მკვლევარი, ალან სტერნი. – ვფიქრობ, რამდენიმე ათეული წელი კიდევ დაგვჭირდება, რომ საგანგებოდ პლუტონის სისტემის შესწავლისათვის განკუთვნილი ხომალდი ავაგოთ”.
ამჟამადNew Horizons” ჰიბერნაციის მდგომარეობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ძირითადი ხელსაწყოების უმეტესობა დროებით გამორთულია. ხომალდი კოსმოსში 55500 კმ/სთ სიჩქარით მიქრის. გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიის ოპერატორები მას იანვრის თვეში ”გააღვიძებენ”, რათა შეამოწმონ, მუშაობს თუ არა ხომალდი გამართულად.

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.