ყველაზე დიდი ტელესკოპი ჩილეში აშენდება

 ევროპის სამხრეთულმა ობსერვატორიამ(ESO) ევროპის ექსტრა დიდი ტელესკოპის(E-ELT) სამშენებლო პროექტი დაამტკიცა. იუწყება ობსერვატორიის საიტი.

 ევროპის კოსმოსური კვლევების ორგანიზაციამ შეარჩია ადგილი, სადაც ყველაზე დიდი ტელესკოპი აშენდება. მისი მონტაჟი ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე მოხდება, მთაზე სახელად –  Cerro Armazones, უდაბნო ატაკამა, ჩილე.

 E-ELT-ეს (European Extremely Large Telescope) სარკის დიამეტრი 42 მეტრია. ასტრონომთა თქმით, ტელესკოპი იმდენად ძლიერი იქნება, რომ შესაძლებელი გახდება ეკზოპლანეტების პირდაპირი კვლევა. მიღებული გამოსახულება 15-ჯერ უფრო მეტი გარჩევადობის იქნება ვიდრე კოსმოსური ტელესკოპი “ჰაბლით” გადაღებული ფოტოები.

 მთავარი სარკე 984 სეგმენტისაგან იქნება შედგენილი, ყოველი მათგანი 1,45 მეტრი დიამეტრის სარკით. მილიარდ ევროზე მეტად შეფასებული მშენებლობა 2012 წელს დაიწყება, ტელესკოპი 2018 წელს შევა ექსპლუატაციაში.

 ტერიტორია, სადაც ტელესკოპი იმუშავებს განსაკუთრებული იმითაა, რომ წელიწადში იქ 320 უღრუბლო ღამეა.

  2011 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ პროექტი E-ELT-ს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა. ეკონომიის მიზნით მთავარი სარკის დიამეტრი 42 დან 39,3 მეტრამდე შეამცირეს. ამით უნიკალური ასტრონომული მოწყობილობის ღირებულება 1,28 მილიარდი ევროდან 1,1 მლრდ. ევრომდე შეამცირდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.