სიმართლე მარსული ბნელი ლაქების შესახებ

ბრიონი ჰორგანისა და ჯეიმს ბელის(არიზონას უნივერსიტეტი) აღმოჩენა, იმაზე მეტყველებს, რომ დედამიწის მაგვარი პროცესები, წითელ პლანეტაზეც ხდება.

 გამოიყენეს რა ინფრაწითელი სპექტროსკოპული მონაცემები, რომლებიც ევროპის კოსმოსური სააგენტოს ორბიტალურმა აპარატმა Mars Expressმა გადმოსცა, ჰორგანმა და ბელმა ვულკანური მინა აღმოაჩინეს, რომელიც ატმოსფერული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მარსის დაბლობებს ფარავს.

 ”ვულკანური მინა(ალბათ ბაზალტი) წარმოიქმნა, როცა გავარვარებული მაგმა ინტენსიურად რეაგირებდა ყინულზე ან წყალზე”, ამბობს ჰორგანი.

 ”იგივე ხდება ისლანდიაში, სადაც მყინვარებს ქვეშ არსებული ვულკანები იფრქვევა. ყინულთან და წყალთან ურთიერთქმედებას იქამდე მივყავართ, რომ მაგმა ფეთქდება და ტონობით ქვიშას წარმოქმნის. ქვიშისგან წარმოქმნილი უზარმაზარი დიუნები კი ისლანდიის მეოთხედს ფარავენ, ისევე, როგორც ეს მარსზე ხდება”, ამბობს ჰორგანი. ”სწორედ ამ ბნელ დაბლობებსა და უზარმაზარ მინის ველებს ვხედავთ ჩვენ მარსის პოლარულ რეგიონში”.

 ჰორგანმა და ბელმა სპექტრში ჩავარდნებიც აღმოაჩინეს, რაც მინაზე მჟავური წყლების ზემოქმდების კვალი უნდა იყოს.

 ”წარმონაქმნები ახალგაზრდაა, მარსის გეოლოგიური ეპოქების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რამდენიმე მილიარდი წელი, თუმცა ეს მას შემდეგაც დებოდა, რაც პლანეტაზე ნოტიო პერიოდი დამთავრდა”, ამბობს ჰორგანი. ”ჩვენ ვთვლით, რომ წარსულში მარსმა უზარმაზარი მყინვარების საფარს ქვეშ რამდენიმე გამყინვარების პერიოდი გადაიტანა, ყინულებითა და თოვლით, რომლებიც ზედაპირს ფარავდნენ”.

 თუ ეს წარმონაქმნები მაგმის ყინულთან ურთიერთქმედებით გაჩნდა, მაშინ გაჩნდებოდა ქიმიური ელემენტებით მდიდარი ცხელი წყლის ნაკადებიც, რომელთაც სიცოცხლის გაჩენისათვის თავსებადი გარემოს შექმნა შეეძლოთ, სიცოცხლის კვლების ძებნა კი თანამედროვე მარსული მისიების უმთავრესი ამოცანაა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.