გალაქტიკა UFO

 ორბიტალური ტელესკოპი ”ჰაბლი” გალქტიკებისა თუ სხვა ციური სხეულების შთაბბეჭდავი ფოტოების გადაღებით ჩვენს გაკვირვებას აგრძელებს. ამჯერად NASA და ESA-ს სპეციალისტებმა გალაქტიკა NGC 2683(UFO)-ის ფოტო წარმოადგინეს.

 ეს სპირალური გალაქტიკა გერმანელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა 1788 წლის 5 თებერვალს აღმოაჩინა. NGC 2683 დედამიწას 16-25 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ის ჩვენს პლანეტას 410 კმ/წმ. სიჩქარით შორდება, ხოლო ირმის ნახტომს 375 კმ/წმ. სიჩქარით.

 შუქი, რომელიც ამ გალაქტიკის მკლავებიდან ამოდის ვარსკვლავთშორისი მტვრის გამო ჭაობის ფერს ღებულობს. ”ჰაბლით” გადაღბული ფოტო კარგი ხარისხის გამოვიდა, რაც გალაქტიკა UFO-ს დეტალურად დათვალიერების საშუალებას გვაძლევს. სახელი, რომელიც ითარგმნება როგორც ამო(ამოუცნობი მფრინავი ობიექტი), ამერიკის მემორიალური პლანეტარიუმისა და ობსერვატორიის ასტრონომებმა შეარქვეს(Astronaut Memorial Planetarium and Observatory).

 გამსოახულებაზე ჩანან მტვროვანგაზური ღრუბლებით შევსებული გალაქტიკური მკლევები. ისინი მკვეთრად განსხვავდებიან გალაქტიკის ოქროსფერი ბირთვისაგან. ყველაფერთან ერათად, ახალგაზრდა ვრსკვლავების ელვარე კლასტერები გალქტიკური ბირთვის გარშემო კაშკაშებენ და აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი ზონებისკენ მიუთითებენ. UFO-ს ფოტო ორი ინსტრუმენტის, ინფრაწითელი და ხილული დიაპაზონის კამერებით გაკეთდა(Advanced Camera for Surveys).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.