მარსზე სიცოცხლისთვის თავსებადი პირობები იყო

მთის კლდოვან პროდუქტებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს მინერალების საკმაო რაოდენობა, რომლებიც მხოლოდ თხევადი წყლის პირობებში ყალიბდებიან.

”რეგიონში სახელად Noctis Labyrinthus-ი ჩვენ აღმოვაჩინეთ რამდენიმე სახის მინერალი, რომლებიც თხევადი წყლის მოქმედებით გაჩნდნენ” – ამბობს კატრინ ვაიტცი(Catherine Weitz), მეცნიერი პლანეტოლოგიის ინსტიტუტიდან(Planetary Science Institute).

”თიხა, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, მდიდარია რკინით, ალუმინითა და მაგნიუმით. ეს ეგრეთ წოდებული სმეკტიტებია, სამფენიანი პაკეტის სახით, ტეტრაედრი-ოკტაედრი-ტეტრაედრი. პაკეტებს შორის კავშირი სუსტია, მასში აღწევს წყალი, რის გამოც მინერალი ძლიერად იბერება. თიხოვანი მინერალების ქანები, რომლებიც ჩვენ Noctis Labyrinthus-ი აღმოვაჩინეთ, დანარჩენ მინერალებზე გაცილებით ახალგაზრდაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მარსის სხვა და სხვა რეგიონებში წყლის განსხვავებული რაოდენობა იყო”.

მეცნიერებმა Noctis Labyrinthus-ში 300 მეტრი ვერტიკალური კლდოვანი ქანები გამოიკვლიეს, კერძოდ კი კანიონთა სისტემა პლანეტის სამხრეთშ ნაწილში, სახელად Valles Marineris.

აქ აგრეთვე ნაპოვნი იქნა სილიკატური მინერალები, რომლებიც დაბალი მჟავიანობის წყლის ზემოქმედებით გაჩნდნენ. მარსზე აღმოჩენილი მრავალფეროვანი მინერალები, დროის სხვა და სხვა მონაკვეთებში, Ph-ის განსხვავებული მაჩვენებელების დემონსტრირებას ახდენენ.

”ახალი აღმოჩენა, დაკავშირებული ”ახალგაზრდა” მინერალებთან, იმაზე მიუთითებს, რომ მარსის ზოგიერთ რეგიონებში მუდმივი თხევადი წყალი 2-3 მილიარდი წლის წინ არსებობდა და შესძლებელია იყო სიცოცხლეც”.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.