2000 შავი ხვრელი

 კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, რომლებიც გამოთვლებს ატარებდნენ, იმ დაშვებით, რომ ორი ადრეული პატარა გალაქტიკის შერწყმისას მათი ცენტრალური შავი ხვრელები ერთიანდებიან(ირმის ნახტომის ზემასიური შავი ხვრელი გააქტიურდა). მოდელირებამ აჩვენა, რომ გრავიტაციული ტალღები, გაჩენილი ასეთი შეჯახებებით, უფრო მცირე ზომების ხვრელების წარმოქმნას გამოიწვევდნენ, რომლებიც შემდგომ გალქტიკის პერიფერიებზე იქნენ ”განდევნილნი”(შავი ხვრელების შერწყმის ვიდეორგოლი). ამგვარად, ირმის ნახტომის ჰალოში საშუალო ზომების 70-დან 2000-მდე შავი ხვრელი შეიძლება არსებობდეს.

 ასეთი შავი ხვრელები ორი ტიპისაა: ”შიშვლები” და ”ჩაცმულები”( Naked, Clothed). პირველებს თავიდან საკუთარი ჰალო გააჩნდათ, რომელიც შერწყმის შედეგად გაჩენილი გალაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში დაკარგეს, მაშინ როცა მეორე ტიპის ხვრელები ბნელი მატერიით(1) არიან გარსშემორტყმულნი. თუმცა, შემთხვევათა 80%-ში საშუალო ზომის ხვრელები არ გაიტყორცნებიან საერთოდ და ორი გაალქტიკის ცენტრალური ხვრელები ერთ ზემასიურ შავ ხვრელად გარდაიქმნებიან. ასეთი ”უნარჩენო” შერწყმები არაერთხელ შეიძლება მოხდეს, რაც წარმოუდგენელი მასების ხვრელების ფორმირებით მთავრდება(ყველაზე დიდი ზემასიური შავი ხვრელი?!).

ამ ჰიპოთეზის შემოწმება ადვილი არ იქნება: შავი ხვრელების უშუალო დამზერა, რომლებიც თავიანთ ფარგლებს გარეთ სინათლესაც კი არ უშვებენ, პრაქტიკულად შეუძლებელია, მარტო ”ჩაცმულ” წარმომადგენლებს თუ შეამჩნევ – მათ გარშემო დარჩენილ მატერიაზე და ახლო ობიექტებზე გრავიტაციული ზემოქმედებით(10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ; ვარსკვლავური მასის შორეული შავი ხვრელი; ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელი ვარსკვლავებს აქეთ-იქეთ ისვრის; მოგზაური ზემასიური ხვრელები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.