ზეახლის რეკორდულად მკაფიო გამოსახულება

 ავსტრალიელმა ასტრონომებმა რადიოდიაპაზონში ზეახალ SN 1987A-ს რეკორდულად მკაფიო გმოსახულება მიიღეს. ის ყველაზე ახლო ზეახალია, რომელიცტელესკოპის გამოგონების შემდგომ პერიოდში აფეთქდა(The Astrophysical Journal).

 გამსოახულება ავსტრალიურო რადიოტელესკოპის ATCA-ს საშუალებით იქნა მიღებული, რომელიც 25 მეტრიანი რადიოტელესკოპების ინტერფერომეტრად გაერთიანებას წარმოადგენს. გადაღებული გამოსხივების ტალღის სიგრძე 7 მილიმეტრია. ასტროფიზიკოსთა თქმით, ასეთ დიაპაზონში მუშაობა ძალიან კარგ მეტეოროლოგიურ პირობებს მოითხოვს, თუმცა ასეთ პირობებშიც ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ფოტოები ზეახლის ნარჩნის დეტალურად დათვალიერების საშუალებას იძლევიან.
 SN 1987A ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზეახალია(არქეოასტრონომია). ის ჩვენი გალაქტიკის ჯუჯა თანამგზავრის – მაგელანის დიდ ნისლეულში(მაგელანის ნისლეულები) მდებარეობს. აფეთქების სინათლემ დედამიწას 1987 წლის 23 თებერვალს მოაღწია. ეს ზეახალი დიდი ხანია მრავალი კვლევების ობიექტად არის ქცეული, როგორც ოპტიკურში ისე რენტგენის დიაპაზონშიც. ახლახანს მეცნიერებმა მისი სამგანზომილებიანი გამოსახულებაც მიიღეს.
httpv://www.youtube.com/watch?v=P4xWLyzMKRQ

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.