რელიქტური გამოსხივების დიპოლი

 ჩვენი პლანეტა არ არის ერთ ადგილზე გაჩერებული, ის მზის გარშემო ბრუნავს, მზე კი ჩვენი გალაქტიკის – ირმის ნახტომის ცენტრის გარშემო. ირმის ნახტომი გალაქტიკათა ადგილობრივ ჯგუფში (ირმის ნახტომი ალყაშია) მოძრაობს. ადგილობრივი ჯგუფი, ქალწულის თანავარსკვლავედის გალქტიკათა გროვისკენ მიექანება. ამასთან ერთად, ყველა ეს ობიექტი კიდევ უფრო სწრაფად, კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივების მიმართ მოძრაობს (”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები). მთლიანი ცის ამ რუკაზე, რომელიც თანამგზავრმა COBE (COBE,WVAM,PLANC)-მ გადაიღო, იმ მიმართულებით, საითაც დედამიწა მიქრის, გამოსხივება სპექტრის ცისფერი ნაწილისკენ არის წანაცვლებული, ხოლო გამოსხივება ცის საპირისპირო მხარეს — წითელი ნაწილისკენ (დოპლერის ეფექტი). ამ რუქიდან გამომდინარეობს, რომ ფონური გამოსხივების მიმართ ადგილობრივი ჯგუფი 600 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობს. გადაადგილების ასეთი სწრაფი სიჩქარე ახლაც გამოცანად რჩება. ასე სწრაფად რატომ ვმოძრაობთ? და საით? (საით და რა სიჩქარით მივქრით 2).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.