ასტროფიზიკოსებმა, შავი ხვრელის ბრუნვის სიჩქარე გაზომეს

 ასტრონომებმა გამოთვალეს, რომ გალაქტიკა NGC 1365-ის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი, თითქმის სინათლის სიჩქარით ბრუნავს (BBC). მკვლევართა ჯგუფმა, გუიდო რისალიტის მეთაურობით, ზემასიური ხვრელის ზომის (მოვლენათა ჰორიზონტის) დადგენაც მოახერხა – მისი დიამეტრი 3 მილიონ კილომეტრს უტოლდება (შავი ხვრელი). ხვრელის გარე სფეროს ბრუნვის დიდი სიჩქარე, რისალიტის აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ ის, ერთი ან რამდენიმე დიდი მასის მატერიის გროვების შთანთქმის პროცესში განვითარდა, მატერიისა, რომელმაც ხვრელს დამატებითი იმპულსი გადასცა.

 ბრუნვისა და ზომის დადგენა, ხვრელის გარშემო მოძრავი გავარვარებული გაზების რენტგენის გამოსხივების მიხედვით მოხერხდა. მონაცემების მიღება, 2012 წელს, ორბიტაზე გაყვანილი რენტგენის ობსერვატორიის – „ნუსტარის“ საშუალებით გახდა შესაძლებელი. ახალი ტელესკოპი გამოსხივებას რენტგენის დიაპაზონის ხისტ ნაწილში ხედავს (7-დან 80 კილოელექტრონვოლტამდე ენერგიის ფოტონები), რომელიც ჩვენამდე მოსვლამდე ნაკლებად მახინჯდება.

 პროფესორი კრისტოფერ რეინოლდსი, მერილენდის შტატის უნივერსიტეტიდან, ნაშრომში, ასევე დაფუძნებულს ახალ მონაცემებზე, ასკვნის, რომ ზემასიური შავი ხვრელების ევოლუციის გაგება, გალაქტიკების განვითარების მახასიათებლების შესწავლის საშულებას იძლევა. ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც რეინოლდსი თვლის, ენერგიამ (ჭავლი), რომელიც შავი ხვრელის ზრდის დროს გამოიყოფა, გალაქტიკის შემდგომი გაფართოება მთლიანად შეიძლება შეაჩეროს (კიდევ „ნუსტარზე“).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.