”როზეტა” – კომეტებზე მონადირის ინსტრუმენტები

 ევროპის კოსმოსური კვლევების სააგენტოს აპარატი ”როზეტა”, 957 დღიანი ძილის მერე გამოფხიზლდა და კომეტა 67P(ჩურიუმოვ-გერასიმენკო)-თან შესახვედრად გაემართა. მოქმედებაში მოყვანილი ინსტრუმენტების სიაშია – MIRO, ALICE და IES, რომლებიც NASA-ს სპეციალისტებმა დაამზადეს.

 ”ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს მიერ შექმნილმა ინსტრუმენტებმა ნულებისა და ერთიანების გადმოცემა უკვე დაიწყეს, რომლებიც გაშიფვრის მერე სრულფასოვან შემეცნებით მონაცემებად გადაიქცევიან. ადამიანების განკარგულებაში არასოდეს ყოფილა ისეთი აპარატი, რომელიც ასე ახლოს მივა კომეტასთან” – ამბობს კლაუდია ალექსანდერი, მისიის კოორდინატორი NASA-ს მხრიდან(კომეტებზე მონადირენი).

 2004 წელს განხორციელებული სტარტიდან დაწყებული, ”როზეტამ” გაიარა მანძილი, რომელიც 6 მილიარდ კილომეტრს აჭარბებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, აპარატი კომეტა 67P-ს აგვისტოში მიუახლოვდება, დისტანციურ კვლევას ჩაატარებს და ზედაპირის რუკას შეადგენს, ხოლო ნოემბერში მის ზედაპირზე ზონდ ”ფილს” ჩაუშვებს, ეს უკანასკნელი კი ნიმუშებს აიღებს და ანალიზს ჩუტარებს მათ. ”როზეტა” ამ მომენტისთვის მარსსა და იუპიტერს შორის მდებარე ასტეროიდულ სარტყელს უახლოვდება, სამიზნესგან მას ნახევარი მილიონი კილომეტრი აშორებს(მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

MIRO ROSETTA

 MIRO – (როზეტა ორბიტერის მიკროტალღური ინსტრუმენტი) ორი დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება. ერთი მათგანი კომეტის ზედაპირისა და მისი ზედა ფენების ტემპერატურას გაზომავს. ეს ინფორმაცია იმის გარკვევის სასშუალებას მისცემს მეცნიერებს, რა პროცესები იწვევენ გაზებისა და წყლის ამოფრქვევას, რომლებიც კომეტის კუდის ფორმირებას ახდენენ. მეორე ინსტრუმენტი მიკროტალღურ სპექტრომეტრს წარმოადგენს, რომელსაც კომეტის გაზურ ”მოსასახამში” არსებული წყლის, ნახშირჟანგის, ამიაკისა და მეთანოლის კონცენტრაციის დადგენა შეუძლია.

ALISE ROSETTA

 ALICE – ულტრაიისფერი დიაპაზონის სპექტრომეტრი(სპექტროსკოპია), ძალიან მცირე კონცენტრაციის მქონე გაზების გამოსავლენად, რაც კომეტის წარსულზე შეგვიქმნის წარმოდგენს. მაგალითად, ნეონის კვალის გამოვლენა იმის მანიშნებელი იქნება, რომ კომეტის ფორმირება კოსმოსის იმ ნაწილში მოხდა, სადც ტემპერატურა 16 კელვინზე მაღლა არ ასულა. ALICE ასევე, ზემოთ ხსენებული გაზების ამოფრქვევის სიჩქარეებსაც გაზომავს.

IES ROSETTA

 IES – იონებისა და ელექტრონების სენსორი, ზოგიერთ სხვა ინსტრუმენტებთან ერთან, კომეტის კვლევისათვის არ არის განკუთვნილი. ის მზიური ქარის შემადგენელი პლაზმისა და დამუხტული ნაწილაკების კვლევით დაკავდება, როცა კომეტა ჩვენს მნათობს მაქსიმალურად მიუახლოვდება(X-კლასის ანთება მზეზე).

 მაისიდან აგვისტოს ჩათვლით ”როზეტა” ტრაექტორიის მაკორექტირებელ 10 მანევრს ჩაატარებს, ყოველი მათგანი აპარატის ძრავების ჩარვთვასთან არის დაკავშირებული. ეს ტრაექტორია კომეტასთან შესახვედრ წერტილზე აპარატს 6 აგვისტოს მიიყვანს, რის მერეც ორივე მზის მიმართულებით დაიწყებენ მოძრაობას(კომეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.