მთვარის ქერქი ფორებიანი აღმოჩნდა

 ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ მთვარის მუდმივად დედამიწისკენ მომართული ნაწილის ქერქი,შორეულზე სქელია (NASA). ამასთან ერთად, მისი შემადგენელი ქანები არა მონოლითური, არამედ ფორიანია. ეს დასკვნები, გრავიტაციული დაზვერვის თანამგზავრებიდან – GRAIL და თანამგზავრ LRO (შედგენილია მთვარის სრული 3D რუქა)-დან, ადრე მიღებული მონაცემებით გაკეთდა.

 ა.შ.შ-სა და საფრანგეთის 12 კვლევითი ცენტრიდან წარმოდგენილი იქნა ანალიზის შედეგები, რომლებიც ტყუპმა თანამგზავრებმა – GRAIL შეაგროვა. ეს აპარატები, მთვარის ორბიტაზე 2012 წელს, ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის გრავიტაციული ველის შესასწავლად გაიყვანეს.

 მაშინ, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მთვარის ქერქი გაცილებით თხელია, ვიდრე ითვლებოდა, თან ზედაპირის რელიეფის მიხედვით კორელირებს. დარტყმითი კრატერების ქვეშ, უხილავ მხარეზე, ქერქი ყველაზე თხელია, ხოლო მთიანი მასივების ქვეშ, პირიქით – სქელი.

 GRAIL-ის, LRO-სა და “აპოლონის” მისიის ასტრონავტების (ამერიკელ გმირთა გმირი) მიერ დატოვებული მოწყობილობიდან მიღებული მონაცემების შეთავსებით, მეცნიერებმა, მთვარის ქერქის სამგანზომილებიანი მოდელი შეადგინეს.

 ახალი მოდელის თავისებურება არა მარტო დეტალიზაციის მაღალ ხარისხშია, არამედ ქერქის სისქის შეფასებაშიც. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ქერქის საშუალო სიმკვრივე 3220-3150 კილოგრამი უნდა იყოს კუბურ მეტრზე: ეს ორი მნიშვნელობა, ”აპოლო -12”-ისა და ”აპოლო -14”-ის დაჯდომის ადგილზე, ორ სხვადასხვა ვარაუდს შეესაბამება. ყველაზე თხელი ადგილები, დარტყმით კრატერებში, მხოლოდ ერთი კილომეტრის სისქის ქერქით არის დაფარული: ასტრონომთა აზრით, ამ ადგილებში ასტეროიდების ჩამოვარდნისას ქერქი ბოლომდე გაიხვრიტა. ხოლო ქერქის მაღალი ფორიანობა, გამოთვლების მიხედვით – 12%-მდე სიცარიელეებით, დარტყმით გამოწვეული დაბზარვების შედეგია.

mtvare forebiani

 იგივე ჯგუფის მიერ ჩატარებული სხვა კვლევის მიხედვით, მთვარის ხილული მხარე თავიდან უფრო მტკიცე იყო და ერთნაირი სიმძლავრის დარტყმები მასზე უფრო დიდი ზომის კრატერებს წარმოქმნიდა. ეს განსაკუთრებულება იმთაა გამოწვეული, რომ ხილულ მხარეს მანტიას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, შესაბამისად, მანტია და ქერქი უფრო რბილი იყო, ვიდრე უხილავ მხარეზე. მომატებული ტემპერატურა, თავის მხრივ, რადიოაქტიური იზოტოპების არათანაბარ განაწილებას ხსნის, რომელთა დაშლა მთვარესაც ათბობს და დედამიწასაც (ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ). ასეთი ასიმეტრიის მიზეზი უცნობია, მხოლოდ ვარაუდებია, რომელთა გადამოწმება დამატებით კვლევებს მოითხოვს.

 მთვარის აღნაგობის შესწავლა არა მარტო ამ თანამგზავრის შესაძლო ათვისების კონტექსტშია მნიშვნელოვანი, არამედ გეოფიზიკურ კვლევებში მთლიანად. იმის გაგება, თუ როგორ იცვლებოდა მთვარე, ჩვენი პლანეტის აღნაგობის უკეთ გაგებაშიც დაეხმარება გეოლოგებს. მთვარესა და დედამიწას, ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, საერთო წარმოშობა აქვთ: მათი განცალკევება დედამიწისა და ჰიპოთეტურ, მარსის ზომის ციურ სხეულთან, თეიასთან შეჯახებით მოხდა (ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ; მთვარის გაჩენის ორი სცენარი; 10 საინტერესო ფაქტი მთვარეზე; მბრუნავი მთვარე LRO-სგან; მაგმური წყალი მთვარეზე; მთვარის მეორე მხარის ამოხსნა; აპოლონ 16: მოგზაურობა მთვარეზე; აპოლონ-17 შორტის კრატერთან; მთვარის ილუზია; უცნაური კრატერი მთვარეზე – კოსმოსური ხომალდის კვალი?!).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.