ამერიკელ გმირთა გმირი

 ა.შ.შ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ნილ არსმტრონგს ”ამერიკის უდიდესი გმირი უწოდა”.  ნილ არმსტრონგი, პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარის ზედაპირზე ფეხი დააბიჯა, 2012 წლის 25 აგვისტოს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 1969 წლის ივლისს ის კოსმოსური ხომალდის ”აპოლო 11”-ის ეკიპაჟს ხელმძღვანელობდა, რომლის მთავარი ამოცანა მთვარის ზედაპირზე დაშვება იყო. 1969 წლის 20 ივლისს, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ადამიანი მთვარეზე მოხვდა. არმსტრონგი თავის მეწყვილე ედვინ ”ბაზ” ოლდრინთან ერთად დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ორ საათზე მეტი დრო იმყოფებოდა.

 ნილ ოლდენ არმსტრონგი (Neil Alden Armstrong), 1930 წლის 5 აგვისტოს, ოჰაიოს შტატის ქალაქ ვაპაკინტეში დაიბადა. ის ამერიკის საზღვაო ფლოტის ავიაციაში მსახურობდა, რომლის ჩარჩოებში 1951-52 წლებში კორეის ომში იღებდა მონაწილეობას.

 სამხედრო სამსახურის მერე, არმსტრონგი პილოტ-გამომცდელად მუშაობდა, ხოლო 1962 წელს, ნასას ასტრონავტთა სიაში ჩაირიცხა. პირველი კოსმოსური ფრენა 1966 წელს მისია ”ჯემინი 8”-თი დაიწყო. 1971 წელს მან ნასა დატოვა, ის საგანმანათლებლო და ბიზნესის საქმით იყო დაკავებული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.