მთვარის უხილავი ნაწილის პირველი ფოტო

1961 წლის 22 აგვისტოს, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა, მთვარის მეორე მხარის ზედაპირის დეტალების სახელები ოფიციალურად დაამტკიცა. ფოტოები ავტომატურმა აპარატმა ”ლუნა-3” (სსრკ)-მა გადაიღო. წარმოგიდგენთ 8 ფაქტს, უხილავი მხარის რელიეფის შესახებ.

luna 3 marka

 1. მთვარის მეორე მხარე დედამიწიდან არ ჩანს. დედამიწის გარშემო მთვარის ბრუნვის პერიოდი, ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდს უტოლდება, ამიტომ ის დედამიწისკენ ყოველთვის ერთი მხარით არის შემობრუნებული.

 2. ”მთვარის ბნელი მხარე” – მთვარის მეორე მხარე სულაც არ არის ბნელი: ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ყველა მხარეს მზე ერთნაირად ანათებს.

 3. პირველად, მთავრის უხილავი მხარე საბჭოთა აპარატმა გადაიღო – ”ლუნა-3”, რომელიც 1959 წლის 4 ოქტომბერს გაუშვეს. ორი კამერით ფოტოგრაფირების დროს, მთვარის ზედაპირის ნახევარი იქნა გადაღებული (ერთი მესამედი კიდურა ზონაში, ორი მესამედი უხილავი მხარე). ფოტოლენტი ბორტზევე გამომჟღავნების მერე ფოტოსატელევიზიო სისტემით დედამიწაზე იქნა გადმოცემული. სიგნალის მიღებას სიმეიზის ობსერვატორია (ყირიმი) ახდენდა.
luna 3

 4. გამოსახულების ნორმალურად გადმოცემა, მხოლოდ ერთი მოთოდით მოხერხდა – ე.წ. მორბენალი სხივის კამერით, რომელიც ლენტზე არსებულ გამოსახულებას სატელევიზიო სიგნალებად გარდაქმნის. ხარისხი მაინც ცუდი იყო, ხარვეზებით სავსე.

 5. მიუხედავად ამისა, მიღებული მონაცემების საფუძველზე, 1960 წელს მთვარის უხილავი მხარის პირველი რუკა და გლობუსი გაკეთდა, რომელიც ზედაპირის ასეულობით დეტალს შეიცავდა.

 6. დედამიწიდან ხილულისაგან განსხვავებით, უხილავი მხარის ზედაპირზე მატერიკული რელიეფი აჭარბებს ”ზღვებს”. აქ მხოლოდ ორი ზღვაა: მოსკოვის ზღვა და ოცნების ზღვა. თუმცა, მთვარის უდიდესი კრატერებიდან პირველი 9 სწორედ უხილავ მხარეზე მდებარეობს.
luna 3 mozaika

 7. საბჭოთა კავშირმა იგივე პროგრამით კიდევ რამდენიმე გაშვება განახორციელა, თუმცა წარუმატებლად. უხილავი მხარის ხარისხიანი ფოტოები ”ზონდ-3”-მა გადაიღო, რომელიც მთვარისკენ 1965 წლის 18 ივლისს გაუშვეს.

 8. ცუდი ხარისხის მიუხედავად, ფოტოები, მიღებული “ლუნა-3”-ის მიერ, საბჭოთა კავშირს სახელების დარქმევაში პრიორიტეტს ანიჭებდა. რუკაზე გაჩნდა კრატერები სახელებით: ჯორდანო ბრუნო, ჟიულ ვერნი, ჰერცი, კურჩატოვი, ლობაჩევსკი, მაქსველი, მენდელეევი, პასტერი, პოპოვი, სკლადოვსკაია-კიური, ცზუ ჩუნჩჟი, ედისონი და ა.შ. (მთვარის ცეცხლოვანი წარსული; დიდი მთვარე და უცნაური ოპტიკური მოვლენა; დედამიწის გარშემო ათასობით პატარა „მთვარე“ შეიძლება ბრუნავდეს; ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.