როგორი იქნებოდა მთვარეზე მანქანით მოძრაობა? მკითხაობა საჭირო არაა – ადამიანებმა ეს უკვე გააკეთეს. წარმოდგენილი ვიდეოფილმი “აპოლო16”-ის ასტრონავტებმა, ჯონ იანგმა და ჩარლზ დიუქმა, 1972 წელს მთვარის ზედაპირზე ყოფნის დროს გადაიღეს. საითაც არ უნდა მიდიოდეს მთვარემავალი, მას გზაზე სულ კრატერებითა და ქვებით დაფარული სივრცე ხვდება. ფილმის პირველ ნაწილში ნაჩვენებია, თუ როგორ მოძრაობს ყველგანმავალი მთვარეზე 10 კილომეტრი საათში სიჩქარით, ხოლო მეორე ვერსია ყველგნმავალზე დამონტაჟებული კამერით გადაღბული ხედების დემონსტრირებას ახდენს. მთვარემავლები აპოლოების ბოლო მისიების დროს იქნა გამოყენებული, რათა ასტრონავტებს ადგილების გამოკვლევა შესძლებოდათ, რომელბიც დაჯდომის ადგილიდან შორს მდებარეობდა და იქ მძიმე სკაფანდრით (1) მისვლა პრობლემას წარმოადგენდა.
შესაძლებელია, მომავალში მთვარეზე ავტომატური ყველგანმავლები გაიგზავნოს, რომლებიც დედამიწაზე მსგავს ფილმებს გადმოსცემენ. ასეთი პროგრამების განხორციელებაზე ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და კონკურს ”მთავრის X-პრიზი” გუგლისგან, მონაწილეები მუშაობენ.