მთვარის ილუზია

 მიზეზთა გამო, რომლებიც მეცნიერებისთვის ახლაც უცნობია, მთვარე დიდი გვეჩვენება, როცა ის ჰორიზონტთან ახლოსაა, ხოლო თავს მაღლა პირიქით – პატარა გვგონია. სინამდვილეში კი მთვარის ხილული ზომა ერთ ღამეში ნამდვილად არ იცვლება. ეს ტვინის ოინებია, ცნობილი ”მთვარის ილუზიის” სახელით, ძველი დროიდანვე დაიმზირება და მეცნიერებს ჩიხში აქცევს.

 ერთი ვერსიის მიხედვით, ღრუბლების ყურებას სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ვართ მიჩვეული, თუმცა ისიც ვიცით, რომ ჰორიზონტთან ახლოს მდებარე ღრუბლები უფრო შორსაა, ვიდრე თავს მაღლა მდებარე. თუ ჰორიზონტზე იგივე ზომის ღრუბლები გამოჩნდა, როგორებიც თავს მაღლა, მაშინ ისინი ძალიან დიდები უნდა იყოს. ამიტომ ჩვენი ტვინი ავტომატურად იღებს კურსს ანალოგიურ გაფართოებაზე, რადგან ჰორიზონტთან მდებარე მთვარეს იგივე ზომა აქვს, როგორიც ჩვენს თავს მაღლა. ყველა არ ეთანხმება ღრუბლების მაგიური ძალის ვერსიას. არსებობს რამდენიმე ალტერნატიული ჰიპოთეზაც, მაგალითად, შედარება ჰორიზონტზე მდებარე ხეებთან და სხვა ობიექტებთან და თავს მაღლა მდებარე მთვარის შედარება კოსმოსის უსასრულო სივრცესთან.

 თუ არ ხართ დარწმუნებულნი, რომ ეს ტვინის შეცდომაა, შეგიძლიათ ჩაატაროთ ფოტოზე ნაჩვენები ექსპერიმენტი, ჰორიზონტთან  მთვარის ახლოს და მისგან შორს მდებარეობის დროს (მთვარე მთლიანად უნდა ჩანდეს, მკლავი ბოლომდე გაშალეთ). ორივე შემთხვევაში, თითიდან კალმის ბოლომდე დარჩენილი მონაკვეთის სიგრძე ერთნაირი იქნება.

 ამ ფენომენის ასახსნელად, ძველი დროიდანვე დაიწყო სხვადასხვა თეორიების გამოჩენა: ატმოსფერული გადიდება, შებრტყელებული გუმბათის თეორია, ებინჰაუზის ილუზია, პონცოს ილუზია, კონვერგენციის მიკროფსია. ამ უკანასკნელის მიხედვით, ჩვენი ტვინი ობიექტებამდე მანძილს და მათ ხილულ ზომას თვალების ფოკუსირების მიხედვით აფასებს. ჰორიზონტთან ახლოს მდებარე მთვარეზე ცქერისას, თვალების ფოკუსირებას შორ მანძილზე ვახდენთ და აღვიქვამთ მთვარეს, როგორც შორეულ დიდ ობიექტს. როდესაც ჩვენს თავზეა, სხვას ვერაფერს ვხედავთ და თვალები სტანდარტულ ფოკუსურ სიგრძეზე, რამდენიმე მეტრზე ფოკუსირდება და ჩვენი ტვინი ფიქრობს, რომ მთვარე პატარაა და ძალიან ახლოს არის ჩამოკიდებული. დღევანდელ დღემდე, საზოგადოდ მიღებული ახსნა მას არ გააჩნია. კონტრარგუმენტები არსებობს კონვერგენციის მიკროფსიის წინააღმდეგაც, რადგან მთვარის ილუზია ასევე გვხვდება ხანდაზმულებში და იმპლანტირებული ლინზების მქონე ადამიანებში, რომლებსაც არ აქვთ კონვერგენციის მიკროფსიისთვის საჭირო თვალის აკომოდაციის უნარი.

 საინტერესო ფაქტები

 ჰორიზონტთან მდებარე მთვარე, რეალურად, დაახლოებით 1,5%-ით პატარაა, ვიდრე თავს ზემოთ მდებარე, რადგან ჩვენგან დაახლოებით 6400 კმ-ით შორსაა, როცა ჰორიზონტთანაა,  ვიდრე ზენიტში. თუმცა, ეს განსხვავება ზომაში თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება.

სუპერ და მიკრომთვარე.

პლანეტარიუმები იძულებულნი არიან მთვარის გამოსახულება ორჯერ უფრო დიდი გახადონ ჰორიზონტთან, ისე, როგორც რეალურად ვხედავთ ხოლმე. მთვარის ილუზია მხოლოდ რეალურ მთვარეზე მუშაობს, ამიტომ პლანეტარიუმებს, რეალიზმის გულისთვის სიზუსტეზე უხდებათ უარის თქმა.

 მთვარის ილუზიას ნუ მივაწერთ სუპერმთვარეს, თუმცა სუპერმთვარეები არც ისე დიდია, როგორც მათი სახელი გვეუბნება. სუპერმთვარე, ჩვეულებრივ, 7%-ით დიდი ჩანს და მთვარის ილუზიის გამო, ჩვენი თანამგზავრის დისკო დაახლოებით ორჯერ დიდი გვეჩვენება, ვიდრე თავს ზემოთ მდებარეობისას (მთვარის ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმებზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.