ელენეს ფერი

 ძლივს გასარჩევი ფერების მქონე ელენე, ავტომაურმა საპლანეტათშორისო ხომალდმა, ”კასინი”, უპრეცედენტო დეტალიზაციით გადაიღო. აპარატი, რომელიც სატურნის ირბიტაზე მოძრაობდა, ამ პატარა ბუნებრივ თანამგზავრს, დედამიწის დიამეტრის ტოლ მანძილზე მიუახლოვდა. ელენეს ზედაპირი ტრადიციული კრატერებითა და გორაკებითაა დაფარული, ხოლო ზოგიერთი მონაკვეთი არაჩვეულებრივად გლუვად გამოიყურება. ასტრონომები, რომლებიც პლანეტებს იკვლევენ, გულმოდგინედ სწავლობენ ელენეს დეტალურ გამოსახულებებს, რათა რაც შეიძლება მეტი გაიგონ ამ 30 კილომეტრიანი ”აისბერგის” წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ. ელენე უცნაური იმითაცაა, რომ ის სატურნის გარშემო დიდი თანამგზავრის – დიონას წინ ბრუნავს, რითაც ის იმ ოთხი თანამგზავრიდან ერთ-ერთია, რომელბიც ლაგრანჟის გრავიტაციულად სტაბილურ წერტილებში მოძრაობენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.